მთავარი
ნეტგაზეთიწყარო
  1. მთავარი
  2. ნეტგაზეთი
  3. ამ კადრებში თვითონ გაუპატიურების ფაქტი არ ჩანს - იოსელიანი დავითაძეზე - Netgazeti
ამ კადრებში თვითონ გაუპატიურების ფაქტი არ ჩანს - იოსელიანი დავითაძეზე - Netgazeti

ამ კადრებში თვითონ გაუპატიურების ფაქტი არ ჩანს - იოსელიანი დავითაძეზე - Netgazeti

ნეტგაზეთი5 ოქტომბერი, 2026, 22:38|netgazeti.ge

სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი აცხადებს, რომ ომბუდსმენის წარმომადგენლების მიერ ნანახ და პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ კადრებში პატიმარ გიორგი დავითაძის თითით გაუპატიურება არ ჩანს.

ამის შესახებ მან „ტვ პირველის“ ეთერში ისაუბრა.

ლევან იოსელიანის თქმით, გიორგი დავითაძემ სახალხო დამცველს გასული წლის 26 დეკემბერს მიმართა და უთხრა, რომ მის მიმართ ადგილი ჰქონდა გაუპატიურების მუქარასა და სხვა ტიპის შეურაცხყოფას, მათ შორის საუბარი იყო გინებაზე. თუმცა, როგორც იოსელიანი ამბობს, მაშინ გიორგი დავითაძეს სახალხო დამცველის წარმომადგენლებისთვის გაუპატიურების შესახებ არ უთქვამს.

იოსელიანის თქმით, გიორგი დავითაძე საუბრობდა დეესკალაციის პროცესში მასზე ძალადობაზე.

„საუბრობდა ისეთი ტიპის სექსუალურ ქმედებაზე, რომელიც რაღაც ტიპის ღირსების შემლახავი იყო მისთვის […]

იქ არ ყოფილა საუბარი გაუპატიურებაზე, იქ იყო საუბარი იმდაგვარ ქმედებაზე, რომელიც რაღაც სექსუალურ ხასიათს ატარებდა. [ოქმში] წერია, რომ ხელი ჩამიყვეს შარვალში და მათ შორის, ამ საკითხის გადასამოწმებლად მივედით. იმ პერიოდში თითზე და გაუპატიურებაზე საუბარი არ ყოფილა“, – განაცხადა იოსელინმა.

იოსელიანის თქმით, რისი გადამოწმების საშუალებაც სახალხო დამცველის წარმომდგენლებს ჰქონდათ გადაამოწმეს და იმ მოცემულ პერიოდში ის, რაზეც გიორგი დავითაძე საუბრობდა, ვიზუალურად არ დადასტურდა. ამასთან, იოსელიანის თქმით, ძალადობასა და შეურაცხყოფის ნაწილზე ომბუდსმენმა პროკურატურას მიმართა.

ლევან იოსელიანის თქმით, სახალხო დამცველის მიერ ნანახ და პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ კადრებში გაუპატიურების ფაქტი არ ჩანს და მისგან ითხოვენ, რომ ის თქვას, რაც არ ჩანს.

მისი თქით, ამის მიღმა თუ რამე ეჭვები არსებობს, პასუხი გამოძიებამ უნდა გასცეს.

„იმ კადრებში, რაც ჩვენ ვნახეთ, არ ჩანს, რომ ვიღაცამ ის თითით გააუპატიურა. ეს გამოძიების საკითხია. არ დადასტურდა ის, რაზეც მან მიგვითითა, რომ მის მიმართ განხორციელდა ძალადობა მის საკანში და დანარჩენ ნაწილზე, რაც შეეხებოდა გაუპატიურების მუქარას და იმ ტიპის ქმედებას, როგორც ის დღეს ეძახის გაუპატიურებას, ამ ნაწილზეც ჩვენს მიერ იქნა დათვალიერებული და ეს ნაწილიც არ დადასტურდა, რომ ადგილი ჰქონდა რაღაც ტიპის ისეთ ქმედებას, რომელიც დანაშაულს წარმოადგენდა.

მნიშვნელოვანია, რომ ამის იქით გამოძიებამ გასცეს პასუხი. ერთი არის ფაქტი, რომ ამ კადრებში თვითონ გაუპატიურების ფაქტი არ ჩანს[…] დღეს რატომღაც ითხოვენ ჩემგან, რომ მე ვთქვა ის, რაც იმ კადრებში არ არის“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

კითხვაზე არის თუ არა დათვალიერების პროცედურის ნაწილი ორგანიზმში თითით შეღწევა, იოსელიანი პასუხობს:

„ეს დებულებაში როგორ არის გაწერილი, იქ უნდა ვნახოთ, ალბათ. რამდენად არის საშუალება, რომ ასე სიღრმისეულად დაათვალიერონ. თუმცა ის, რომ უნდა დათვალიერდეს, მათ შორის, დეტექტორით და სკანერით ეს დებულებაში გაწერილია“, – განაცხადა ლევან იოსელინმა.

მისი თქმით, განაწესი მსჯავრდებულის სრულ დათვალიერებას ითვალისწინებს.

„განაწესი ითვალისწინებს მსჯავრდებულის სრულ დათვალიერებას, მათ შორის დეტექტორით. სრული გაშიშვლება არ შეიძლება, ეს უნდა მოხდეს ნაწილ-ნაწილ. მაგრამ ამის იქით თუ რამეს ჰქონდა ადგილი, რაც არ ჩანს კადრებში, ამაზე გამოძიებამ უნდა გასცეს პასუხი, მაგრამ ის, რაც მან განაცხადა [ომბუდსმენის წარმომადგენლების მიერ ნანახი] ორი დღის კადრებით არ დასტურდება“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

პატიმარი გიორგი დავითაძე აცხადებს, რომ ციხეში ბადრაგებმა გააუპატიურეს. ამ საკითხზე მან სააპელაციო სასამართლოში გამართულ სხდომაზე ისაუბრა. მისი თქმით, კამერის ჩანაწერში ჩანს აღნიშნული ფაქტი და რომ დეესკალაციის საკანში ამ დროს 10 ადამიანი იმყოფებოდა.

სპეციალური პენიტენციური სამსახური კატეგორიულად უარყოფს გიორგი დავითაძის განცხადებას. უწყებამ კადრებიც გაავრცელა და თქვა, რომ დეესკალაციის საკანში გადაყვანისას მსჯავრდებული ექვემდებარება შემოწმება – დათვალიერებას, რაზეც დავითაძემ „კატეგორიული უარი განაცხადა და დაიწყო დაწესებულების თანამშრომელთა სიტყვიერი შეურაცხყოფა“.

უწყების პოზიციით, „მხოლოდ ამის შემდეგ, მათზე დაკისრებული მოვალეობის შესრულების მიზნით, დაწესებულების თანამშრომლებმა იძულებით ჩაუტარეს შემოწმება მსჯავრდებულს, რაც განხორციელდა სხეულზე ელექტროდეტექტორის გამოყენებით“.

დავითაძის დედა აცხადებს, რომ გავრცელებული ვიდეომასალა სრული არაა და მას ნანახი აქვს 5 ფაილი, 20 წუთამდე კადრები.

მსჯავრდებულის ოჯახის წევრებმა 3 ოქტომბერს რუსთავის მე-6 პენიტენციურ დაწესებულებასთან აქცია გამართეს და მოითხოვეს, სრულად და ხმით გასაჯაროვდეს ვიდეოკადრები. ოჯახი ასევე ითხოვს ციხის უფროსის, შოთა ტრაპაიძის გადადგომასა და ამ საქმეზე მიუკერძოებელი გამოძიების ჩატარებას. საქმეს სახალხო დამცველის აპარატიც სწავლობს.

დაგვამატე Google-ში

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

გაზიარება:

ნეტგაზეთი

წყარო: netgazeti.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სალია: გარკვეულ ძალებს სურთ შექმნან დესტაბილიზაცია პენიტენციურ დაწესებულებებში

სალია: გარკვეულ ძალებს სურთ შექმნან დესტაბილიზაცია პენიტენციურ დაწესებულებებში

ნეტგაზეთი

გერმანული ფონდების გასვლის შემდეგ ALDE ევროკავშირს მოქმედებისკენ მოუწოდებს

გერმანული ფონდების გასვლის შემდეგ ALDE ევროკავშირს მოქმედებისკენ მოუწოდებს

ნეტგაზეთი