მთავარი
ნეტგაზეთიწყარო
  1. მთავარი
  2. ნეტგაზეთი
  3. სამინისტროს ცნობით, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს EQAR-ში რეგისტრაცია აღუდგა - Netgazeti
სამინისტროს ცნობით, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს EQAR-ში რეგისტრაცია აღუდგა - Netgazeti

სამინისტროს ცნობით, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს EQAR-ში რეგისტრაცია აღუდგა - Netgazeti

ნეტგაზეთი6 ოქტომბერი, 2026, 20:09|netgazeti.ge

სამინისტროს ცნობით, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს EQAR-ში რეგისტრაცია აღუდგა. გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ გადაწყვეტილება უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების დამოუკიდებელი სააგენტოების ევროპული რეესტრის (EQAR) რეგისტრაციის კომიტეტმა 2026 წლის 22 სექტემბერს მიიღო.

უწყება ამბობს, რომ EQAR-ის რეგისტრაციის კომიტეტის გადაწყვეტილება დაეფუძნა უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაციის (ENQA) შეფასების შედეგებს.

„შეფასების ფარგლებში ENQA-ს საერთაშორისო ექსპერტებმა სიღრმისეულად შეისწავლეს 2024-2025 წლებში უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის მიმართულებით განხორციელებული მნიშვნელოვანი ცვლილებები. ENQA-ს საერთაშორისო ექსპერტების შეფასების საფუძველზე, EQAR-ის რეგისტრაციის კომიტეტის გადაწყვეტილებით, დადასტურდა, რომ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საქმიანობა და საქართველოში მოქმედი უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმები სრულად შეესაბამება უმაღლესი განათლების ევროპული სივრცის ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტებსა და სახელმძღვანელო პრინციპებს (ESG 2015)“, – ამბობს სამინისტრო.

დაგვამატე Google-ში

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

გაზიარება:

ნეტგაზეთი

წყარო: netgazeti.ge

ორიგინალი სტატია

თემა: სამინისტროს

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 92 სტატია.

  • [ჯანდაცვის] სამინისტროს სისტემაში საინფორმაციო ბაზები ძალიან მოძველებულია - ირინე წაქაძეBM.GE
  • საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივით ახალგაზრდა დიპლომატებისთვის პროფესიული გაცვლითი პროგრამა განხორციელდა - მაკა ბოჭორიშვილმა მონაწილეებს სერტიფიკატები გადასცარუსთავი 2
  • გივი მიქანაძემ შეხვედრა გამართა ახალგაზრდებთან, რომლებიც სამინისტროს სისტემაში ანაზღაურებად სტაჟირებას გაივლიანიმედი
  • ირანის ელჩი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარესფორმულა
სამინისტროს →განათლების →

მსგავსი სტატიები

პარტიების აკრძალვაზე „ოცნების“ სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცა

პარტიების აკრძალვაზე „ოცნების“ სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცა

ნეტგაზეთი