მთავარი
ნეტგაზეთიწყარო
  1. მთავარი
  2. ნეტგაზეთი
  3. ცვლილება არჩევნების შედეგების გასაჩივრებას ფაქტობრივად აუქმებს - ქურდოვანიძის განმარტება - Netgazeti
ცვლილება არჩევნების შედეგების გასაჩივრებას ფაქტობრივად აუქმებს - ქურდოვანიძის განმარტება - Netgazeti

ცვლილება არჩევნების შედეგების გასაჩივრებას ფაქტობრივად აუქმებს - ქურდოვანიძის განმარტება - Netgazeti

ნეტგაზეთი3 ნოემბერი, 2026, 17:59|netgazeti.ge

„ეს ცვლილება არჩევნების შედეგების გასაჩივრებას ფაქტობრივად აუქმებს“ — ასე აფასებს „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ყოფილი თავმჯდომარე, იურისტი ნონა ქურდოვანიძე საარჩევნო კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებს.

„ქართული ოცნების“ შემოთავაზებული ცვლილებებით, არჩევნებში მონაწილე პარტიებისა და სადამკვირვებლო ორგანიზაციებისთვის ცესკოს შემაჯამებელი ოქმის გასაჩივრების წესი იცვლება.

ამასთან, დაგეგმილი ცვლილებების შემდეგ, კენჭისყრის შედეგები საარჩევნო ოლქებში აღარ შეჯამდება და ეს საუბნო კომისიებში შედგენილი ოქმების საფუძველზე მოხდება.

როგორც ნონა ქურდოვანიძე განმარტავს, არსებული კანონმდებლობით, არჩევნების შედეგები ჯამდება ეტაპობრივად – უბანზე, ოლქში, ცესკოში.

„ამ დრომდე დაშვებულია, რომ შესაბამისმა სუბიექტმა გაასაჩივროს სამივე დონის შემაჯამებელი ოქმი და ამისათვის კანონმდებლობაში არ არის დადგენილი რაიმე ტექნიკური წინაპირობა. როგორც დაინიცირებული ცვლილებებიდან ჩანს, შედეგების შეჯამება მოხდება მხოლოდ უბნის და ცესკოს დონეზე, ოლქში აღარ შეჯამდება არჩევნების შედეგები. შესაბამისად, იარსებებს საუბნო საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმი და ცესკოს შემაჯამებელი ოქმი, რომელიც არჩევნების საბოლოო შედეგებს შეაჯამებს. უბნის დონეზე შედგენილი შემაჯამებელი ოქმის გასაჩივრების წესში, როგორც ჩანს, ცვლილებები ამ ეტაპზე არ შედის და მისი გასაჩივრება შესაძლებელი იქნება“, – წერს ნონა ქურდოვანიძე.

რაც შეეხება ცესკოს შემაჯამებელი ოქმის გასაჩივრებაზე დადგენილ წინაპირობებს – ნონა ქურდოვანიძე წერს:

„გასაჩივრება შესაძლებელი იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ცესკოს შემაჯამებელ ოქმში არ არის აღნიშნული, ან არასრულად ან შეცდომით არის აღნიშნული საუბნო საარჩევნო კომისიების შემაჯამებელ ოქმებში ასახული ის მონაცემები, რომლებიც ცესკოს შემაჯამებელ ოქმში შეიტანება“. „ასევე არ არის, ან არასრულად ან შეცდომით არის ასახული საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევებთან დაკავშირებით სასამართლოების მიერ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებების შედეგები“.

გარდა ამისა, ქურდოვანიძე ყურადღებას ამახვილებს, რომ ამ პუნქტის მოთხოვნების დარღვევით სასამართლოში წარდგენილი სარჩელი წარმოებაში არ მიიღება.

„სარჩელის წარმოებაში მიღების შემთხვევაში, სასამართლო უფლებამოსილია იმსჯელოს მხოლოდ ამ პუნქტში მითითებულ გარემოებებთან დაკავშირებით და შესაბამისი დარღვევის ფაქტის დადგენის შემთხვევაში, უფლებამოსილია დაავალოს ცესკოს მისივე შემაჯამებელი ოქმის შესაბამისი მონაცემების გასწორება“, – განმარტავს იურისტი.

ნონა ქურდოვანიძის შეფასებით, ცესკოს შემაჯამებელი ოქმის ტექნიკური საფუძვლით გასაჩივრების წესი ზღუდავს გასაჩივრების უფლებას და გაუგებარია, რა მიზანს ემსახურება.

იხილეთ ასევე:

რა შემთხვევაში იქნება შესძლებელი არჩევნების შემაჯამებელი ოქმის გასაჩივრება? – „ოცნების“ კანონპროექტი

დაგვამატე Google-ში

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

გაზიარება:

ნეტგაზეთი

წყარო: netgazeti.ge

ორიგინალი სტატია

თემა: არჩევნები

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 69 სტატია.

  • აშშ-ში შუალედური არჩევნების ხმის მიცემის პროცესი დაიწყოBM.GE
  • ბელგიის პრემიერი გადადგომას ითხოვს - ქვეყანაში, შესაძლოა, ვადამდელი არჩევნები დაინიშნოსრუსთავი 2
  • აშშ-ში შუალედური არჩევნები ტარდებაფორმულა
  • ცნობილია ვინ გაიმარჯვა ბულგარეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურშიტვ პირველი
არჩევნები →

მსგავსი სტატიები

“კანდიდატის სტატუსი მხოლოდ ქაღალდზე, უვიზო რეჟიმი საფრთხეშია” – რა წერია EU-ის გაფართოების ანგარიშში საქართველოზე

“კანდიდატის სტატუსი მხოლოდ ქაღალდზე, უვიზო რეჟიმი საფრთხეშია” – რა წერია EU-ის გაფართოების ანგარიშში საქართველოზე

ნეტგაზეთი

რა შემთხვევაში იქნება შესძლებელი არჩევნების შემაჯამებელი ოქმის გასაჩივრება? –  „ოცნების“ კანონპროექტი

რა შემთხვევაში იქნება შესძლებელი არჩევნების შემაჯამებელი ოქმის გასაჩივრება? – „ოცნების“ კანონპროექტი

ნეტგაზეთი