
ბორჯომთან ავარიას ბებია, პაპა და შვილიშვილი ემსხვერპლნენ
ბორჯომი-ხაშურის ტრასაზე გუშინ ავარია მოხდა, რასაც 3 ადამიანის (ბებია, პაპა და შვილიშვილი), მათ შორის ბავშვის, სიცოცხლე ემსხვერპლა. სამივე მათგანი ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ დაბაში ცხოვრობდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარე, რომელიც მომხდარის გამო მწუხარებას გამოთქვამს.
“მთელი გულით ვუსამძიმრებ ოჯახს, ახლობლებსა და სრულიად ბორჯომის მუნიციპალიტეტს ამ უმძიმეს ტრაგედიას”, – წერს გიორგი ფერაძე.
გარდა ამისა, ავარიაში მოყვა მეორე ბავშვიც, რომელიც მძიმედ დაშავდა და კლინიკაშია გადაყვანილი.
qartli.ge-ის ინფორმაციით, ერთმანეთს ტრაილერი და მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. როგორც ცნობილია, ქალაქი ბორჯომი და ზემოხსენებული ტრასა საერთაშორისო სატრანზიტო მაგისტრალის ნაწილია. ბორჯომის გავლით საქართველოდან სატვირთო ავტომობილები ორ მეზობელ ქვეყანაში- თურქეთსა და სომხეთში გადიან. ამის გამო ბორჯომში ხშირია ტრაილერების მოძრაობა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში მომხდარის გამო გამოძიება მიმდინარეობს.
დაგვამატე Google-ში
25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.
ნეტგაზეთი
წყარო: netgazeti.ge