
მამუკა მდინარაძეს სახელმწიფო დაცვა მოუხსნეს
ირაკლი კობახიძემ მამუკა მდინარაძეს 8 სექტემბერს, მისივე განკარგულებით დანიშნული სახელმწიფო დაცვა მოუხსნა.
ახალი განკარგულება 20 ნოემბრით თარიღდება.

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ პოლიტიკიდან წასვლის შესახებ 27 აგვისტოს განაცხადა. მოგვიანებით კი ცნობილი გახდა, რომ მან „მდინარაძის საკონსულტაციო ჯგუფი“ დააფუძნა.
მამუკა მდინარაძე „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი იყო და პოლიტიკიდან წასვლამდე რეგიონული განვითარების მინისტრის პოსტს იკავებდა.
იგი ისე გადადგა, რომ ბოლო თანამდებობაზე – რეგიონული განვითარების მინისტრის პოსტზე – 1 თვეც არ გაუტარებია.
ის ასევე ვერ მოესწრო სპეციალურად მისთვის კიდევ ერთი ახალი თანამდებობის შექმნას. საუბარია რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შესახებ, რომელიც სექტემბერში უნდა შექმნილიყო.
რაც შეეხება ბოლო 1 წელში მამუკა მდინარაძის თანამდებობების ქრონოლოგიას:
2025 წლის 3 სექტემბერს მამუკა მდინარაძე სუს-ის უფროსად დაინიშნა 2026 30 აპრილიდან მისთვის შექმნილ ახალ თანამდებობას იკავებდა – სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის. ამასთან ერთად, ასევე იყო ვიცე-პრემიერიც 2026 წლის 29 ივლისს ცნობილი გახდა, რომ სექტემბრიდან მამუკა მდინარაძისთვის კიდევ ერთი ახალი თანამდებობა იქმნებოდა- რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის. თანამდებობის შექმნამდე კი არასრული 1 თვით რეგიონული განვითარების სამინისტროს ხელმძღვანელობდა.
გარდა ამისა, ბოლო ერთ წელში მამუკა მდინარაძემ სხვადასხვა წოდებაც დააგროვა და საბოლოოდ პოლიტიკა სახელმწიფო უსაფრთხოების გენერალ-მაიორის წოდებით დატოვა.
რა წოდებები მიიღო მამუკა მდინარაძემ ბოლო 1 წელში:
2025 წლის 3 სექტემბერს მამუკა მდინარაძეს სახელმწიფო უსაფრთხოების ლეიტენანტის წოდება მიენიჭა 2025 წლის 23 ოქტომბერს – უფროსი ლეიტენანტის წოდება 2025 წლის 25 დეკემბერს – სახელმწიფო უსაფრთხოების კაპიტნის წოდება, მეორე დღეს, 26 დეკემბერს კი – სახელმწიფო უსაფრთხოების მაიორის 2026 წლის 21 აპრილს მამუკა მდინარაძე სახელმწიფო უსაფრთხოების გენერალ-მაიორი გახდა.
დაგვამატე Google-ში
25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.
ნეტგაზეთი
წყარო: netgazeti.ge