მთავარი
ნეტგაზეთიწყარო
აშშ-მა რუსული ნავთობის შესყიდვაზე სანქციები 30 დღით შეაჩერა - Netgazeti

აშშ-მა რუსული ნავთობის შესყიდვაზე სანქციები 30 დღით შეაჩერა - Netgazeti

ნეტგაზეთი|netgazeti.ge

აშშ-მა 30-დღიანი შეღავათი დააწესა ქვეყნებისთვის, რათა შეიძინონ სანქცირებული რუსული ნავთობი და ნავთობპროდუქტები, რომლებიც ამჟამად ზღვაშია ჩარჩენილი.

ამის შესახებ შეერთებული შტატების ფინანსთა მინისტრმა სკოტ ბესენტმა განაცხადა.

„არსებული მარაგების გლობალური მასშტაბის გასაზრდელად აშშ-ის ხაზინა დროებით ავტორიზაციას აძლევს ქვეყნებს, რათა ზღვაში ჩარჩენილი რუსული ნავთობი შეიძინონ. ეს ვიწროდ მორგებული, მოკლევადიანი ზომა მხოლოდ ტრანზიტში მყოფ ნავთობზე ვრცელდება და მნიშვნელოვან ფინანსურ სარგებელს არ მოუტანს რუსეთის მთავრობას, რომელიც თავისი ენერგეტიკული შემოსავლების უმეტეს ნაწილს მოპოვების ადგილზე დარიცხული გადასახადებიდან იღებს“, — განაცხადა ბესენტმა.

ირანში ომის და ჰორმუზის სრუტის ფაქტობრივი ჩაკეტვის შედეგად, ნავთობის ფასმა, 2022 წლის აგვისტოს შემდეგ პირველად, ბარელზე 100 დოლარს გადააჭარბა, რამაც ტრამპის ადმინისტრაციის მიერ რუსული ნავთობზე დაწესებული სანქციების დროებითი შემსუბუქება მოჰყვა.

11 მარტს საერთაშორისო ენერგეტიკის სააგენტომ (IEA) მარაგებიდან გამოათავისუფლა 400 მილიონი ბარელი ნავთობი.

400 მილიონი ბარელი ნავთობი დაახლოებით იმ რაოდენობას უდრის, რასაც მსოფლიო ოთხი დღის განმავლობაში მოიხმარს, ან იმ მოცულობას, რომელიც ჩვეულებრივ პირობებში ჰორმუზის სრუტეში დაახლოებით 20 დღის განმავლობაში გადის.

ჰორმუზის კრიზისის საპასუხოდ, IEA-მ 400 მლნ ბარელი ნავთობი გამოათავისუფლა
გაზიარება:
N

ნეტგაზეთი

წყარო: netgazeti.ge

ორიგინალი სტატია