მთავარი
ნეტგაზეთიწყარო
პატრიარქის დაკრძალვის დღის განრიგი და დეტალები - საპატრიარქოს განცხადება - Netgazeti

პატრიარქის დაკრძალვის დღის განრიგი და დეტალები - საპატრიარქოს განცხადება - Netgazeti

ნეტგაზეთი|netgazeti.ge

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 17 მარტს, საღამოს, საავადმყოფოში გარდაიცვალა. გვიან ღამით ის ჯერ ჩაფიძის გულის ცენტში, შემდეგ კი კავკასიის მედიცინის ცენტრში გადაიყვანეს, სადაც რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს. ექიმების თქმით, მას კუჭიდან სისხლდენა აღენიშნებოდა. მთელი დღის განმავლობაში მედიკოსები ამბობდნენ, რომ პატრიარქის მდგომარეობა იყო სტაბილურად მძიმე. მისი სხვა ქვეყანაში გადაყვანა არ განიხილებოდა, თუმცა დადასტურდა ინფორმაცია თურქეთიდან ექიმის ჩამოყვანის შესახებ. საღამოს საათებში გავრცელდა ინფორმაცია მდგომარეობის კიდევ უფრო დამძიმების შესახებ, დაახლოებით 23:00 საათისთვის კი მისმა მოსაყდრემ, მიტროპოლიტმა შიო მუჯირმა საზოგადოებას პატრიარქის გარდაცვალების შესახებ ამცნო.

გაზიარება:
N

ნეტგაზეთი

წყარო: netgazeti.ge

ორიგინალი სტატია