მთავარი
ნეტგაზეთიწყარო
  1. მთავარი
  2. ნეტგაზეთი
  3. რუსეთის პატრიარქი კირილი ილია II-ის დაკრძალვაზე დასასწრებად 80-კაციან დელეგაციას გზვანის - Netgazeti
რუსეთის პატრიარქი კირილი ილია II-ის დაკრძალვაზე დასასწრებად 80-კაციან დელეგაციას გზვანის - Netgazeti

რუსეთის პატრიარქი კირილი ილია II-ის დაკრძალვაზე დასასწრებად 80-კაციან დელეგაციას გზვანის - Netgazeti

ნეტგაზეთი21 მარტი, 2026, 15:01|netgazeti.ge

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, ილია მეორის დაკრძალვაზე დასასწრებად 80-კაციან დელეგაციას გზავნის. ამის შესახებ ჟურნალისტებს უთხრა რუსეთში მოქმედი, ქართული ტაძრის, წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვარმა თეოდორე კრიჩეტოვმა.

“ბელორუსიიდან მოდის ბელარუსიის ეგზარქოსი და ის ხელმძღვანელობს რუსეთის დელეგაციას […] ალიან დიდი დელეგაცია იქნება, 80 ადამიანი იქნება […] ეს ეკლესიის ერთობა, ეს ეკლესიის დიდებას დიდი მნიშვნელობა აქვს”, – თქვა კრიჩეტოვმა დღეს, 21 მარტს, სამების ტაძართან, სადაც ილია მეორე ამჟამად არის დასვენებული.

რუსეთის პატრიარქი კირილი ილია II-ის დაკრძალვაზე ბელარუსის ეგზარქოსს, მიტროპოლიტი ვენიამინს (ტუპეკო) გზავნის. ამის შესახებ ჯერ კიდევ ორი დღის წინ გაავრცელა ინფორმაცია რუსულმა სამთავრობო მედიამ “სპუტნიკმა”.

სპუტნიკის ცნობით, ბელარუსის საპატრიარქოს ეგზარქოსი, მიტროპოლიტი ვენიამინი (ტუპეკო), მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილეს დავალებით, ილია II-ის დაკრძალვაზე რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას წარმოადგენს.

ტერმინი ეგზარქოსი (ბერძნული სიტყვიდან exarchos — წინამძღოლი) მართლმადიდებლურ ეკლესიაში აღნიშნავს მაღალი რანგის სასულიერო პირს, რომელიც არის პატრიარქის წარმომადგენელი (ან მოადგილე) და მის სახელით მართავს დიდ საეკლესიო ტერიტორიას, რომელსაც ეგზარქატი ეწოდება.

ბელარუსის მართლმადიდებელ ეკლესიას არ აქვს დამოუკიდებლობა (ავტოკეფალია). ის წარმოადგენს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის (მოსკოვის საპატრიარქოს) ნაწილს და მის სტრუქტურაში შედის, როგორც ეგზარქატი.

ბელარუსის ეგზარქოსი (ამჟამად მიტროპოლიტი ვენიამინი) არის ბელარუსის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაური. ის არის ყველაზე მაღალი რანგის იერარქი ქვეყნის ტერიტორიაზე.

მიუხედავად იმისა, რომ ის ადგილობრივ ეკლესიას ხელმძღვანელობს, ეგზარქოსი პირდაპირ ექვემდებარება მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქს (ამჟამად კირილეს) და რუსეთის ეკლესიის წმინდა სინოდს.

თავად რუსეთის პატრიარქმა კირილმა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილი გაავრცელა. თუმცა, ილია მეორე სრული ტიტულით კვლავ არ მოიხსენია.

ილია მეორეს სრული ტიტულია: სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი.რუსეთის პატრიარქი კირილი ილია II-ს სრული ტიტულით არასდროს იხსენიებდა, ის ყოველთვის გვერდს უვლიდა იმას, რომ პატრიარქი იმავდროულად აფხაზეთის მიტროპოლიტიც არის. იყო რამდენიმე შემთხვევა, როდესაც კირილმა ახსენა ილია მეორის მცხეთისა და თბილისის მთავარეპისკოპოსის ტიტული, თუმცა გამოტოვა ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ტიტული.სამძიმრის წერილში, სადაც კირილი სრული ტიტულატურით მიმართავს პატრიარქის მოსაყდრე შიოს, ილია მეორე მხოლოდ უწმინდესად და უნეტარესად, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არის მოხსენიებული.

ამავე თემაზე:

ილია მეორის დაკრძალვაზე კირილი ბელარუსის ეგზარქოსს გზავნის – “სპუტნიკი”

გაზიარება:
N

ნეტგაზეთი

წყარო: netgazeti.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

გარდაიცვალა უკრაინის საპატიო პატრიარქი ფილარეტი

გარდაიცვალა უკრაინის საპატიო პატრიარქი ფილარეტი

ნეტგაზეთი

სტრასბურგში რუსული კანონის საქმეზე დაინტერესებულმა საერთაშორისო აქტორებმა წერილობითი პოზიციები წარადგინეს

სტრასბურგში რუსული კანონის საქმეზე დაინტერესებულმა საერთაშორისო აქტორებმა წერილობითი პოზიციები წარადგინეს

ნეტგაზეთი

მომავლის აკადემიის ცნობით, სტრასბურგმა დაარეგისტრირა მათი სარჩელი “ოცნების” რეპრესიული კანონების წინააღმდეგ

მომავლის აკადემიის ცნობით, სტრასბურგმა დაარეგისტრირა მათი სარჩელი “ოცნების” რეპრესიული კანონების წინააღმდეგ

ნეტგაზეთი

ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი სტრასბურგში რუსული კანონის საქმეში მესამე მხარედ ჩართვას ითხოვს

ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი სტრასბურგში რუსული კანონის საქმეში მესამე მხარედ ჩართვას ითხოვს

ნეტგაზეთი