
რუსეთში ინფექციის გავრცელების გამო, ცხოველებს მასობრივად ხოცავენ - Netgazeti
რუსეთში, ნოვოსიბირსკის ოლქის ფერმებში ცხოველთა ინფექციური დაავადებებია გავრცელებული. გამოცემა Meduza წერს, რომ ადგილობრივი ხელისუფლება არ აქვეყნებს ოფიციალურ ინფორმაციას აღმოჩენილი ინფექციის სახეობაზე. თუმცა საუბრობენ პასტერელოზის შემთხვევებზე.
პასტერელოზი არის ბაქტერიული ინფექცია, რომელიც ცხოველიდან ადამიანზეც შეიძლება გადავიდეს. თუმცა, ის შედარებით მსუბუქი ფორმებით გამოვლინდება და არ იწვევს სიკვდილს. ამის მიუხედავად, ადგილობრივმა ხელისუფლებამ რეგიონში კარანტინი გამოაცხადა და ცხოველებს მასობრივი ხოცვა დაიწყო. სწორედ ეს აფიქრებინებს მოსახლეობასა და მედიას, რომ სინამდვილეში საქმე შეიძლება ჰქონდეთ უფრო საშიშ ინფექციაზე (“თურქული”), რომლის შესახებაც ინფორმაციას ოფიციალური პირები მალავენ.
Meduza-ის ინფორმაციით, ძროხების, ღორებისა და თხების მასობრივმა ხოცვამ ფერმერების პროტესტი გამოიწვია. გარდა იმისა, რომ მათთვის დაუსაბუთებელია ხელისუფლების არგუმენტები კარანტინის გამოცხადების საჭიროების შესახებ, ისინი უკმაყოფილოები არიან კომპენსაციის სიმცირით, რომელიც ადგილობრივმა ხელისუფლებამ მათ დახოცილი პირუტყვის სანაცვლოდ შესთავაზა.
ადგილობრივი ფერმერებმა გადაკეტეს გზები და მოითხოვეს ოფიციალურ პირებთან შეხვედრა. გამოცემა წერს შემთხვევაზე, როცა ერთ-ერთმა ფერმერმა ბენზინი გადაისხა და თავის დაწვა სცადა იქამდე, სანამ მასთან მისული უსაფრთხოების თანამშრომლები მისი ცხოველების კონფისკაციას დაიწყებდნენ.
ნეტგაზეთი
წყარო: netgazeti.ge