
დღეს ილჰამ ალიევი ცოლთან ერთად თბილისს ეწვია - Netgazeti
აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი და მისი ცოლი მეჰრიბან ალიევა, დღეს, 6 აპრილსს საქართველოს ეწვია.
ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს მთავრობამ მხოლოდ დღეს დაადასტურა, იმის მიუხედავად, რომ ალიევის ვიზიტის შესახებ ცნობა გუშინვე გავრცელდა არაოფიციალურად.
ოფიციალური ცნობით, ილჰამ ალიევი შეხვდება ირაკლი კობახიძეს და მიხეილ ყაველაშვილს. ასევე, დაგეგმილია მისი ვიზიტი გმირთა და ჰეიდარ ალიევის მემორიალების ყვავილებით შესამკობად.
ალიევის ვიზიტამდე ერთი დღით ადრე “ქართულმა ოცნებამ” თბილისში აზერბაიჯანელი პოლიტიკური პატიმარი, ჟურნალისტი აფგან სადიგოვი დააკავა, გაასამართლა და აზერბაიჯანში გააძევა.
ბაქო, რომელიც რამდენიმე თვის წინ, საკუთარი სამთავრობო მედიის საშუალებით თბილისის მიმართ ულტიმატუმებისა და კრიტიკული სტატიების ტონით გამოირჩეოდა, ახლა სამშვიდობო ტონით საუბრობს.
თბილისის მიმართ აზერბაიჯანული სამთავრობო მედია მკაცრ ტონს სამშვიდობოთი ცვლის
ნეტგაზეთი
წყარო: netgazeti.ge