მთავარი
ნეტგაზეთიწყარო
  1. მთავარი
  2. ნეტგაზეთი
  3. მოსკოვში საქართველოს გავლით ახალ მარშრუტზე ალაპარაკდნენ, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებსაც მოიცავს - Netgazeti
მოსკოვში საქართველოს გავლით ახალ მარშრუტზე ალაპარაკდნენ, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებსაც მოიცავს - Netgazeti

მოსკოვში საქართველოს გავლით ახალ მარშრუტზე ალაპარაკდნენ, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებსაც მოიცავს - Netgazeti

ნეტგაზეთი6 აპრილი, 2026, 14:46|netgazeti.ge

ჩრდილოეთ-სამხრეთის საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნის ახალი მარშრუტი შესაძლოა საქართველოს გავლით, თურქეთზე გასასვლელით დაიგეგმოს. ამის შესახებ ჟურნალისტებს რუსეთის მრეწველთა და მეწარმეთა კავშირის ხელმძღვანელმა, ალექსანდრე შოხინმა განუცხადა, იუწყება რუსული სამთავრობო საინფორმაციო სააგენტო TASS.

„ეს დერეფანი („ჩრდილოეთ-სამხრეთის“ საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფანი) ალბათ უნდა განვითარდეს, მაგრამ სხვა მარშრუტების განხილვაც გვჭირდება. კერძოდ, ჩრდილოეთ და სამხრეთ ოსეთის გავლით საქართველოსა და თურქეთისკენ მიმავალი მარშრუტი კარგი ვარიანტია. თუმცა ამისთვის ჩვენ რამენაირად უნდა აღვადგინოთ ურთიერთობები საქართველოსთან. აფხაზეთზე გამავალი რკინიგზა კიდევ უფრო უკეთესი იქნებოდა, თუ ის თურქეთამდე გაგრძელდებოდა. ცხადია, ეს რთული გადაწყვეტილებებია, მაგრამ როცა ახლო აღმოსავლეთის კრიზისს ადარებ, ხვდები, რომ მათი მოგვარება უფრო ადვილია“, — განაცხადა შოხინმა.

როგორც ცნობილია, ომისა და სანქციების გამო რუსეთმა დაკარგა ტრადიციული სავაჭრო გზები ევროპისკენ. ახლა მისთვის მნიშვნელოვანია ალტერნატიული სავაჭრო-სატრანსპორტო მარშრუტების განვითარება აზიის, ახლო აღმოსავლეთისა და თურქეთის მიმართულებით.

როდესაც შოხინი ამბობს, რომ „საქართველოსთან ურთიერთობები რამენაირად უნდა აღვადგინოთ“, ეს სავარაუდოდ გულისხმობს სურვილს, საქართველომ ეკონომიკური სარგებლის (ტრანზიტის) სანაცვლოდ თვალი დახუჭოს ტერიტორიულ მთლიანობაზე, ან დათანხმდეს ისეთ ფორმატს, სადაც აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელ მხარეებად იქნებიან წარმოჩენილი.

ალექსანდრე შოხინი რუსეთში საკმაოდ გავლენიანი ფიგურაა ეკონომიკურ წრეებში.

ის არის რუსეთის მრეწველთა და მეწარმეთა კავშირის პრეზიდენტი 2005 წლიდან. ეს ორგანიზაცია, ფაქტობრივად, აერთიანებს რუსეთის უმსხვილეს ბიზნესმენებს, ოლიგარქებსა და კორპორაციებს. შოხინი არის მათი მთავარი ხმა და შუამავალი კრემლთან. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, რუსეთის ხელისუფლებისა და ეკონომიკის მხარდაჭერის გამო, ალექსანდრე შოხინი დასანქცირებულია აშშ-ის, ევროკავშირის, დიდი ბრიტანეთისა და სხვა დასავლური ქვეყნების მიერ.

გაზიარება:
N

ნეტგაზეთი

წყარო: netgazeti.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სერბეთის დაზვერვა უარყოფს უნგრეთის გაზსადენზე უკრაინის საბოტაჟს

სერბეთის დაზვერვა უარყოფს უნგრეთის გაზსადენზე უკრაინის საბოტაჟს

ნეტგაზეთი

სტრასბურგში რუსული კანონის საქმეზე დაინტერესებულმა საერთაშორისო აქტორებმა წერილობითი პოზიციები წარადგინეს

სტრასბურგში რუსული კანონის საქმეზე დაინტერესებულმა საერთაშორისო აქტორებმა წერილობითი პოზიციები წარადგინეს

ნეტგაზეთი

მომავლის აკადემიის ცნობით, სტრასბურგმა დაარეგისტრირა მათი სარჩელი “ოცნების” რეპრესიული კანონების წინააღმდეგ

მომავლის აკადემიის ცნობით, სტრასბურგმა დაარეგისტრირა მათი სარჩელი “ოცნების” რეპრესიული კანონების წინააღმდეგ

ნეტგაზეთი

ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი სტრასბურგში რუსული კანონის საქმეში მესამე მხარედ ჩართვას ითხოვს

ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი სტრასბურგში რუსული კანონის საქმეში მესამე მხარედ ჩართვას ითხოვს

ნეტგაზეთი