
ავიაკატასტროფა სამხრეთ სუდანში - დაღუპულია 14 ადამიანი | Rustavi2
რუსთავი 2|rustavi2.ge
სამხრეთ სუდანში ავიაკომპანია CityLink Aviation-ის თვითმფრინავი ჩამოვარდა. Reuters-ის ინფორმაციით, დაღუპულია ბორტზე მყოფი 14-ვე პირი - 13 მგზავრი და ერთი პილოტი.
დაღუპულებიდან 12 სამხრეთ სუდანელი, ორი კი კენიის მოქალაქე იყო.
სამხრეთ სუდანის სამოქალაქო საავიაციო სამსახურის განცხადებით, შემთხვევა დედაქალაქ ჯუბასთან ახლოს მოხდა.
გაზიარება:
R2
რუსთავი 2
წყარო: rustavi2.ge