მთავარი
რუსთავი 2წყარო
  1. მთავარი
  2. რუსთავი 2
  3. ფინანსთა მინისტრი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის რეგიონულ დირექტორს კავკასიაში, ალკის ვრიენიოს დრაკინოსს შეხვდა | Rustavi2
ფინანსთა მინისტრი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის რეგიონულ დირექტორს კავკასიაში, ალკის ვრიენიოს დრაკინოსს შეხვდა | Rustavi2

ფინანსთა მინისტრი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის რეგიონულ დირექტორს კავკასიაში, ალკის ვრიენიოს დრაკინოსს შეხვდა | Rustavi2

რუსთავი 2|rustavi2.ge

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი შეხვდა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) რეგიონულ დირექტორს კავკასიაში, ალკის ვრიენიოს დრაკინოსს, რომელსაც უფლებამოსილების ვადა ეწურება. შეხვედრას, ასევე დაესწრო თომას კაირისი, რომელიც აღნიშნულ თანამდებობას 2026 წლის 1-ლი სექტემბრიდან დაიკავებს.

მხარეებმა მიმოიხილეს EBRD-ის მხარდაჭერით საქართველოში მიმდინარე პროექტები და თანამშრომლობის საკითხები.

ფინანსთა მინისტრმა EBRD-ის წარმომადგენლებს გააცნო ქვეყნის მიმდინარე მაკროეკონომიკური პარამეტრები და საშუალოვადიანი პროგნოზები.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა რეგიონული მნიშვნელობის დაკავშირებადობის/ენერგეტიკულ პროექტებზე. საუბარი შეეხო შუა დერეფნის დაკავშირებადობის მიმართულებით მიმდინარე და დაგეგმილ საგზაო, სარკინიგზო, საპორტო პროექტებსა და შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის და მასში ინვესტირების მნიშვნელობას.

ფინანსთა მინისტრმა ალკის ვრიენიოს დრაკინოსს მადლობა გადაუხადა საქართველოში გაწეული საქმიანობისთვის და იმედი გამოთქვა, რომ EBRD-ის ახალ რეგიონულ დირექტორთან გაგრძელდება აქტიური თანამშრომლობა.

შეხვედრას დაესწრო ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე.

გაზიარება:
R2

რუსთავი 2

წყარო: rustavi2.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე საფრანგეთის ელჩს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე საფრანგეთის ელჩს შეხვდა

რუსთავი 2

განათლების მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილი თბილისის 177-ე და 191-ე საჯარო სკოლებში გახსნილ საგამოცდო ცენტრებს ეწვია

განათლების მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილი თბილისის 177-ე და 191-ე საჯარო სკოლებში გახსნილ საგამოცდო ცენტრებს ეწვია

რუსთავი 2

მსოფლიო ჩემპიონატის მთავარი საფეხბურთო ემოციები "რუსთავი 2-თან" ერთად რესპუბლიკის მოედანზე ინაცვლებს - რა აქტივობები ელოდება გულშემატკივარს საგანგებოდ მოწყობილი სივრცეში

მსოფლიო ჩემპიონატის მთავარი საფეხბურთო ემოციები "რუსთავი 2-თან" ერთად რესპუბლიკის მოედანზე ინაცვლებს - რა აქტივობები ელოდება გულშემატკივარს საგანგებოდ მოწყობილი სივრცეში

რუსთავი 2

სასამართლომ, სიძულვილის ენის გამოყენებისთვის, 2 პირი 1 500 და 4 000 ლარით დააჯარიმა

სასამართლომ, სიძულვილის ენის გამოყენებისთვის, 2 პირი 1 500 და 4 000 ლარით დააჯარიმა

რუსთავი 2