მთავარი
რუსთავი 2წყარო
  1. მთავარი
  2. რუსთავი 2
  3. ირანის უზენაეს ლიდერს, აიათოლა ალი ხამენეის დღეს დაკრძალავენ | Rustavi2
ირანის უზენაეს ლიდერს, აიათოლა ალი ხამენეის დღეს დაკრძალავენ | Rustavi2

ირანის უზენაეს ლიდერს, აიათოლა ალი ხამენეის დღეს დაკრძალავენ | Rustavi2

რუსთავი 2|rustavi2.ge

ირანი უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვისთვის ემზადება. ქვეყნის სულიერი ლიდერი, რომელიც 28 თებერვალს თეირანზე განხორციელებულ საჰაერო დარტყმებს ემსხვერპლა, საბოლოოდ მის მშობლიურ ქალაქ მაშჰადში, იმამ რეზას სალოცავის მიმდებარედ დაიკრძალება. ცერემონია მიმდინარეობს აშშ-სა და ირანს შორის სამხედრო ესკალაციის ფონზე, მას შემდეგ რაც ორმა ქვეყანამ ერთმანეთის პოზიციებზე საპასუხო დარტყმები განახორციელა.

დაკრძალვას წინ უძღოდა მთელი კვირის განმავლობაში მიმდინარე მასშტაბური სამგლოვიარო მსვლელობები ირანსა და ერაყში. ოფიციალური მონაცემებით, მხოლოდ ერაყის ქალაქ ნაჯაფში პროცესიას 2,3 მილიონზე მეტი ადამიანი ესწრებოდა, თეირანში გამართულ მსვლელობას კი ირანელი მაღალჩინოსნები ქვეყნის თანამედროვე ისტორიაში ყველაზე დიდ საჯარო შეკრებად აფასებენ, - წერს მედია.

მაშჰადის ქუჩებში გამოსული მოქალაქეები აქტიურად სკანდირებდნენ ანტიამერიკულ ლოზუნგებს.

გამოცემის ცნობით, ყურადღების ცენტრში მოექცა ქვეყნის ახალი უზენაესი ლიდერი, მოჯთაბა ხამენეიც, რომელიც სამგლოვიარო პროცესიებზე არ გამოჩენილა. ოფიციალური ინფორმაციით, ის იმავე საჰაერო დარტყმების დროს დაიჭრა, რომელმაც მამამისი იმსხვერპლა, თუმცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დეტალური ინფორმაცია ამ დრომდე უცნობია.

მიუხედავად თეირან-მაშჰადის სარკინიგზო ხაზზე ღამით განხორციელებული თავდასხმებისა, რამაც ინფრასტრუქტურა მწყობრიდან გამოიყვანა, ირანის ოფიციალურმა პირებმა დაადასტურეს, რომ დაკრძალვის ცერემონია გრაფიკის მიხედვით გაიმართება. ალი ჯაზირას ცნობით, ხამენეიმ თავად მოითხოვა მისი დაკრძალვა მაშჰადში, წინასწარმეტყველ მუჰამედის შთამომავლის, იმამ რეზას სალოცავთან.

გაზიარება:
R2

რუსთავი 2

წყარო: rustavi2.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე საფრანგეთის ელჩს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე საფრანგეთის ელჩს შეხვდა

რუსთავი 2

განათლების მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილი თბილისის 177-ე და 191-ე საჯარო სკოლებში გახსნილ საგამოცდო ცენტრებს ეწვია

განათლების მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილი თბილისის 177-ე და 191-ე საჯარო სკოლებში გახსნილ საგამოცდო ცენტრებს ეწვია

რუსთავი 2

მსოფლიო ჩემპიონატის მთავარი საფეხბურთო ემოციები "რუსთავი 2-თან" ერთად რესპუბლიკის მოედანზე ინაცვლებს - რა აქტივობები ელოდება გულშემატკივარს საგანგებოდ მოწყობილი სივრცეში

მსოფლიო ჩემპიონატის მთავარი საფეხბურთო ემოციები "რუსთავი 2-თან" ერთად რესპუბლიკის მოედანზე ინაცვლებს - რა აქტივობები ელოდება გულშემატკივარს საგანგებოდ მოწყობილი სივრცეში

რუსთავი 2

სასამართლომ, სიძულვილის ენის გამოყენებისთვის, 2 პირი 1 500 და 4 000 ლარით დააჯარიმა

სასამართლომ, სიძულვილის ენის გამოყენებისთვის, 2 პირი 1 500 და 4 000 ლარით დააჯარიმა

რუსთავი 2