მთავარი
რუსთავი 2წყარო
  1. მთავარი
  2. რუსთავი 2
  3. პარლამენტის წევრები ხულოს მუნიციპალიტეტში ქალთა სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერების პროგრამებს გაეცნენ | Rustavi2
პარლამენტის წევრები ხულოს მუნიციპალიტეტში ქალთა სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერების პროგრამებს გაეცნენ | Rustavi2

პარლამენტის წევრები ხულოს მუნიციპალიტეტში ქალთა სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერების პროგრამებს გაეცნენ | Rustavi2

რუსთავი 2|rustavi2.ge

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი, ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე პარლამენტის დროებითი კომისიის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი და პარლამენტის წევრები ზემო აჭარაში, ხულოს მუნიციპალიტეტის „ქალთა ოთახს“ ეწვივნენ, მუნიციპალიტეტში ქალთა სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერების მიზნით არსებულ პროგრამებს გაეცნენ და პროგრამის ბენეფიციარებს შეხვდნენ.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მცირე საწარმოების მხარდასაჭერად და საოჯახო ბიზნესის დაწყების მიზნით, სახელმწიფო და კერძო კომპანიების დაფინანსებით, ხულოს მუნიციპალიტეტის „ქალთა ოთახში“ შექმნილია საგრანტო ფონდი, რომელიც ყოველწლიურად შემოსულ განაცხადებს განიხილავს და შესაბამის პროექტებს აფინანსებს.

„ხულოს მუნიციპალიტეტის „ქალთა ოთახის“ ბენეფიციარებთან შეხვედრისას იმ პროგრამებსა და მიმართულებებზე ვისაუბრეთ, რომელიც მუნიციპალიტეტში ხორციელდება. მნიშვნელოვანია ის მხარდაჭერა, რომელსაც ეს ბენეფიციარები იღებენ“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.

პარლამენტის წევრები ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ელელიძეებში ერთ-ერთ საწარმოს ესტუმრნენ, რომელიც „ქალთა ოთახის“ დაფინანსებით შეიქმნა.

„ქალთა ოთახი“, რომელიც ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ბაზაზე არსებობს, ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მიზნით, მნიშვნელოვან პროექტებს აფინანსებს. სამუშაო შეხვედრების ფარგლებში ბენეფიციარებს შევხვდით და მათი ბიზნეს იდეები და საჭიროებები მოვისმინეთ. ჩვენ ასევე ვესტუმრეთ ერთ-ერთი ბენეფიციარის საწარმოს, რომელიც ქალთა ოთახის მხარდაჭერით შეიქმნა. მნიშვნელოვანია, რომ ადგილობრივი ბიზნესის წარმოება და ქალთა ეკონომიკური გაძლიერება გაგრძელდეს“, - აღნიშნა მარიამ ლაშხმა.

შეხვედრას პარლამენტის წევრებთან ერთად, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.

გაზიარება:
R2

რუსთავი 2

წყარო: rustavi2.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე საფრანგეთის ელჩს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე საფრანგეთის ელჩს შეხვდა

რუსთავი 2

განათლების მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილი თბილისის 177-ე და 191-ე საჯარო სკოლებში გახსნილ საგამოცდო ცენტრებს ეწვია

განათლების მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილი თბილისის 177-ე და 191-ე საჯარო სკოლებში გახსნილ საგამოცდო ცენტრებს ეწვია

რუსთავი 2

მსოფლიო ჩემპიონატის მთავარი საფეხბურთო ემოციები "რუსთავი 2-თან" ერთად რესპუბლიკის მოედანზე ინაცვლებს - რა აქტივობები ელოდება გულშემატკივარს საგანგებოდ მოწყობილი სივრცეში

მსოფლიო ჩემპიონატის მთავარი საფეხბურთო ემოციები "რუსთავი 2-თან" ერთად რესპუბლიკის მოედანზე ინაცვლებს - რა აქტივობები ელოდება გულშემატკივარს საგანგებოდ მოწყობილი სივრცეში

რუსთავი 2

სასამართლომ, სიძულვილის ენის გამოყენებისთვის, 2 პირი 1 500 და 4 000 ლარით დააჯარიმა

სასამართლომ, სიძულვილის ენის გამოყენებისთვის, 2 პირი 1 500 და 4 000 ლარით დააჯარიმა

რუსთავი 2