მთავარი
რუსთავი 2წყარო
  1. მთავარი
  2. რუსთავი 2
  3. თორნიკე ჭეიშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე: სასამართლომ მკაფიოდ თქვა, რომ, როდესაც საქმე გვაქვს მძიმე და ინტენსიურ ცილისმწამებლურ კამპანიებთან, შეურაცხყოფასთან, შეიძლება, გამოყენებულ იქნეს თავისუფლების აღკვეთა | Rustavi2
თორნიკე ჭეიშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე: სასამართლომ მკაფიოდ თქვა, რომ, როდესაც საქმე გვაქვს მძიმე და ინტენსიურ ცილისმწამებლურ კამპანიებთან, შეურაცხყოფასთან, შეიძლება, გამოყენებულ იქნეს თავისუფლების აღკვეთა | Rustavi2

რუსთავი 2|rustavi2.ge

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, ინტერნეტში ცილისწამებისა და შეურაცხყოფისთვის სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის შეფარდება ევროპულ კონვენციასთან შესაბამისობაშია.

სტრასბურგის სასამართლომ გამოაქვეყნა გადაწყვეტილება საქმეზე კუნსტელი სლოვენიის წინააღმდეგ. საქმე ეხება 2010 წელს მოსარჩელის მხრიდან პირად ბლოგზე ორი ჟურნალისტის მიმართ შეურაცხმყოფელი და ცილისმწამებლური პოსტების გამოქვეყნებას, რის გამოც მას ჟურნალისტებმა უჩივლეს, 2012 წელს კი სლოვენიის საგამოძიებო ორგანოებმა კუნსტელის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყეს და, სასჯელის სახით, 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შეფასებით, ინტერნეტის გამოყენებით შეურაცხყოფისა და ცილისწამებისთვის მოსარჩელისთვის სასჯელის სახით 6 თვით თავისუფლების აღკვეთის შეფარდებით არ დარღვეულა კონვენციის მე-10-ე მუხლით გათვალისწინებული გამოხატვის თავისუფლება.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თორნიკე ჭეიშვილი აცხადებს, რომ, როდესაც სხვა ზომები არ არის ეფექტური, შესაძლოა, სისხლისსამართლებრივი სასჯელიც იყოს გამოყენებული.

"პირველი შემთხვევაა, როდესაც მკაფიოდ და ხაზგასმით, მათ შორის, სტრასბურგის სასამართლომ თქვა, რომ როდესაც საქმე გვაქვს მძიმე და ინტენსიურ ცილისმწამებლურ კამპანიებთან, შეურაცხყოფასთან, შეიძლება გამოყენებულ იქნეს თავისუფლების აღკვეთა, რომელიც, როგორც მოგეხსენებათ, გახლავთ სისხლისსამართლებრივი სასჯელი, იმ შემთხვევაში, როდესაც სხვა ზომები არ არის სათანადოდ ეფექტიანი და ვერ აღწევს იმ შედეგს, რასაც ჰქვია აღკვეთა შეურაცხყოფისა და აღკვეთა მძიმე ცილისწამებისა,"- აცხადებს ჭეიშვილი.

გაზიარება:
R2

რუსთავი 2

წყარო: rustavi2.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე საფრანგეთის ელჩს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე საფრანგეთის ელჩს შეხვდა

რუსთავი 2

განათლების მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილი თბილისის 177-ე და 191-ე საჯარო სკოლებში გახსნილ საგამოცდო ცენტრებს ეწვია

განათლების მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილი თბილისის 177-ე და 191-ე საჯარო სკოლებში გახსნილ საგამოცდო ცენტრებს ეწვია

რუსთავი 2

მსოფლიო ჩემპიონატის მთავარი საფეხბურთო ემოციები "რუსთავი 2-თან" ერთად რესპუბლიკის მოედანზე ინაცვლებს - რა აქტივობები ელოდება გულშემატკივარს საგანგებოდ მოწყობილი სივრცეში

მსოფლიო ჩემპიონატის მთავარი საფეხბურთო ემოციები "რუსთავი 2-თან" ერთად რესპუბლიკის მოედანზე ინაცვლებს - რა აქტივობები ელოდება გულშემატკივარს საგანგებოდ მოწყობილი სივრცეში

რუსთავი 2

სასამართლომ, სიძულვილის ენის გამოყენებისთვის, 2 პირი 1 500 და 4 000 ლარით დააჯარიმა

სასამართლომ, სიძულვილის ენის გამოყენებისთვის, 2 პირი 1 500 და 4 000 ლარით დააჯარიმა

რუსთავი 2