მთავარი
რუსთავი 2წყარო
  1. მთავარი
  2. რუსთავი 2
  3. "ეკოსერვის ჯგუფმა" ავტოპარკი და სამებაღეო ტექნიკა განაახლა | Rustavi2
"ეკოსერვის ჯგუფმა" ავტოპარკი და სამებაღეო ტექნიკა განაახლა | Rustavi2

"ეკოსერვის ჯგუფმა" ავტოპარკი და სამებაღეო ტექნიკა განაახლა | Rustavi2

რუსთავი 2|rustavi2.ge

ახალი ტექნიკა ვარკეთილის ცენტრალურ პარკში "ეკოსერვის ჯგუფის" თანამშრომლებმა უკვე გამოსცადეს. 200-ზე მეტი სხვადასხვა სახის სამებაღეო მოწყობილობა თბილისის პარკებსა და რეკრეაციულ სივრცეებში გადანაწილდა და სამუშაო პროცესში ჩაერთო.

განახლდა "ეკოსერვის ჯგუფის" ავტოპარკიც. კომპანიამ 40-მდე ერთეული სატრანსპორტო საშუალება და სპეციალიზებული ტექნიკა შეიძინა. თანამედროვე ავტომობილები თბილისის მერმა საზოგადოებას დღეს ოფიციალურად წარუდგინა.

კომპანიის ავტოპარკს დაემატა 13 სტანდარტული ნარჩენების თვითმცლელი, 7 მიკროავტობუსი და შესაწამლი აპარატებით აღჭურვილი ავტომობილები. ახალი ტექნიკა რეკრეაციულ სივრცეებში ბალახის საფარის მოწყობას უზრუნველყოფს.

განახლებული ავტოპარკი "ეკოსერვის ჯგუფს" საშუალებას მისცემს, მწვანე სივრცეების მოვლა-პატრონობა კიდევ უფრო ეფექტიანად განახორციელოს, გაზარდოს ოპერატიულობა და დანერგოს თანამედროვე სამუშაო სტანდარტები.

თბილისის გამწვანება და რეკრეაციული სივრცეების მოწყობა მერიის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. "ეკოსერვის ჯგუფის" ტექნიკური და მატერიალური ბაზის განახლებაც მწვანე ზონების განვითარებისთვის გადადგმული მორიგი ნაბიჯია.

ავტორი: ირაკლი კოშაძე

გაზიარება:
R2

რუსთავი 2

წყარო: rustavi2.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ლევან მახაშვილი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე: ამ სამიტმა წერტილი დაუსვა საერთაშორისო სამართლის იმ გაგებას, რომელიც ბოლო ათწლეულების განმავლობაში მსოფლიოში იყო

ლევან მახაშვილი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე: ამ სამიტმა წერტილი დაუსვა საერთაშორისო სამართლის იმ გაგებას, რომელიც ბოლო ათწლეულების განმავლობაში მსოფლიოში იყო

რუსთავი 2

საპატრიარქო: სვეტიცხოვლობის დღესასწაულზე ტაძრის ეზოში დაშვებული იქნებიან მხოლოდ აკრედიტებული ჟურნალისტები და მედიის წარმომადგენლები, მათთვის გამოყოფილი იქნება სპეციალური სივრცე

საპატრიარქო: სვეტიცხოვლობის დღესასწაულზე ტაძრის ეზოში დაშვებული იქნებიან მხოლოდ აკრედიტებული ჟურნალისტები და მედიის წარმომადგენლები, მათთვის გამოყოფილი იქნება სპეციალური სივრცე

რუსთავი 2

მაკა ბოჭორიშვილმა თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილესთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან რაშიდ მერედოვთან სატელეფონო საუბარი გამართა

მაკა ბოჭორიშვილმა თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილესთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან რაშიდ მერედოვთან სატელეფონო საუბარი გამართა

რუსთავი 2

ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე პარლამენტის დროებითი კომისიის წევრები ქედასა და შუახევში ინკლუზიური განათლების და შშმ პირთა დღის ცენტრებს ესტუმრნენ

ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე პარლამენტის დროებითი კომისიის წევრები ქედასა და შუახევში ინკლუზიური განათლების და შშმ პირთა დღის ცენტრებს ესტუმრნენ

რუსთავი 2