მთავარი
რუსთავი 2წყარო
  1. მთავარი
  2. რუსთავი 2
  3. მესტიაში უნიკალური არქიტექტურის მქონე პირველი ქორწინების სახლი აშენდება | Rustavi2
მესტიაში უნიკალური არქიტექტურის მქონე პირველი ქორწინების სახლი აშენდება | Rustavi2

მესტიაში უნიკალური არქიტექტურის მქონე პირველი ქორწინების სახლი აშენდება | Rustavi2

რუსთავი 2|rustavi2.ge

მესტიას მალე უნიკალური არქიტექტურის მქონე პირველი ქორწინების სახლი შეემატება. ახალი შენობა სრულად ერწყმის ადგილობრივ გარემოსა და ტრადიციულ ინფრასტრუქტურას. წყვილებს დახვეწილი დიზაინისა და თანამედროვე ინტერიერის მქონე სივრცე მოემსახურება.

ქართველი არქიტექტორის მიერ შექმნილმა პროექტმა უკვე მოიპოვა საერთაშორისო აღიარებაც. მესტიის ქორწინების სახლი ორი პრესტიჟული საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებული გახდა - იტალიასა და იაპონიაში.

ქორწინების სახლში რეგისტრაციის სერვისით ისარგებლებენ როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქეები. ამით რეგიონის ტურისტული პოტენციალი კიდევ უფრო გაძლიერდება. ახალი პროექტი სახელმწიფო სერვისების რეგიონულ დონეზე განვითარებასაც შეუწყობს ხელს.

მესტიაში ქორწინების სახლი იუსტიციის სამინისტროს ინიციატივით შენდება. პროექტს საფუძველი პაატა სალიამ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, სიმბოლური კაფსულის ჩაშვებით ჩაუყარა. მინისტრის განმარტებით, მაღალმთიან რეგიონებში თანამედროვე ინფრასტრუქტურის შექმნა, სახელმწიფო სერვისების ხელმისაწვდომობა და თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფა ხელისუფლების მთავარი პრიორიტეტებია.

საქართველოს მასშტაბით, ამჟამად ექვსი ქორწინების სახლი ფუნქციონირებს. პარალელურად, იუსტიციის სამინისტრო აქტიურად აგრძელებს არსებული ინფრასტრუქტურის განახლებასა და ახალი სივრცეების შექმნას. უახლოეს პერიოდში დაიწყება თბილისში მდებარე ქორწინების სახლის რეაბილიტაციაც. მშენებლობა დაგეგმილია ბათუმში, თელავსა და მცხეთაშიც.

გაზიარება:
R2

რუსთავი 2

წყარო: rustavi2.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე პარლამენტის დროებითი კომისიის წევრები ქედასა და შუახევში ინკლუზიური განათლების და შშმ პირთა დღის ცენტრებს ესტუმრნენ

ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე პარლამენტის დროებითი კომისიის წევრები ქედასა და შუახევში ინკლუზიური განათლების და შშმ პირთა დღის ცენტრებს ესტუმრნენ

რუსთავი 2

ნანა ჟორჟოლიანი: მიხეილ სააკაშვილი ფიქრობს, რომ ამ პროცესში მონაწილეობის მსურველები არიან ისეთი ადამიანები, რომლებსაც არ უნდათ იყვნენ პარტიულები, არ უნდათ პარტიასთან აფილირება და ამიტომ, ქმნის საბჭოს - დამოუკიდებელ სტრუქტურას

ზურაბ პატარაძე ბათუმისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტებში სპორტულ ინფრასტრუქტურას გაეცნო

ზურაბ პატარაძე ბათუმისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტებში სპორტულ ინფრასტრუქტურას გაეცნო

რუსთავი 2

თანამედროვე ოპერატიული ჯგუფები, სტრატეგიული ობიექტების დაცვა და საქართველოს ტერიტორიაზე 17 000 ლოკაციის უსაფრთხოებაზე აღებული პასუხისმგებლობა - დაცვის პოლიცია 22 წლის გახდა

თანამედროვე ოპერატიული ჯგუფები, სტრატეგიული ობიექტების დაცვა და საქართველოს ტერიტორიაზე 17 000 ლოკაციის უსაფრთხოებაზე აღებული პასუხისმგებლობა - დაცვის პოლიცია 22 წლის გახდა

რუსთავი 2