მთავარი
რუსთავი 2წყარო
  1. მთავარი
  2. რუსთავი 2
  3. ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე პარლამენტის დროებითი კომისიის წევრები ქედასა და შუახევში ინკლუზიური განათლების და შშმ პირთა დღის ცენტრებს ესტუმრნენ | Rustavi2
ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე პარლამენტის დროებითი კომისიის წევრები ქედასა და შუახევში ინკლუზიური განათლების და შშმ პირთა დღის ცენტრებს ესტუმრნენ | Rustavi2

ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე პარლამენტის დროებითი კომისიის წევრები ქედასა და შუახევში ინკლუზიური განათლების და შშმ პირთა დღის ცენტრებს ესტუმრნენ | Rustavi2

რუსთავი 2|rustavi2.ge

ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე პარლამენტის დროებითი კომისიის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი, პარლამენტის წევრები და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი ზემო აჭარაში, შუახევის შშმ პირთა დღის ცენტრს და ქედის ინკლუზიური განათლების ცენტრს ეწვივნენ.

პარლამენტის წევრები ცენტრების საქმიანობას და სპეციალური პროგრამების მიმდინარეობას გაეცნენ.

„ქედის ინკლუზიური განათლების ცენტრი განსაკუთრებული მოდელია, რომელიც საჯარო სკოლაშია ინტეგრირებული. ის არა მხოლოდ კონკრეტული სკოლის ბენეფიციარებს ემსახურება, არამედ სრულად მოიცავს მთელ მუნიციპალიტეტს. ცენტრის საქმიანობის განსაკუთრებულობა იმაშიც გამოიხატება, რომ ფსიქო-ემოციური სტრესის მართვისთვის არტ თერაპიული მიდგომები გამოიყენება, რომელიც ცენტრის ბენეფიციარების განვითარებას უწყობს ხელს. გამოწვევებზე საუბრისას აღინიშნა, რომ ერთ-ერთ მთავარ პრობლემას პროფესიული კადრების დეფიციტი წარმოადგენს. ეს შეეხება როგორც ფსიქოლოგებს, ასევე ოკუპაციურ თერაპევტებს. აღნიშნული მოცემულობა გვაჩვენებს თუ როგორ უნდა მოხდეს შემდგომში განათლების სფეროში კვოტირებების ფორმირება, რაც იმას ნიშნავს, რომ ბაკალავრიატის და პროფესიული განვითარების მიმართულებს ეს სფეროები დაემატოს“, - განაცხადა მარიამ ლაშხმა.

მისი თქმით, ასევე აღსანიშნავია შუახევის დღის ცენტრის ინტეგრირების მოდელი, სადაც ტიპიური და ატიპიური განვითარების ბავშვების ერთობლივი ინიციატივები მუშავდება.

ინკლუზიური განათლების და შშმ პირთა დღის ცენტრში სტუმრობისას პარლამენტის წევრებმა ბენეფიციარების მიერ შექმნილი ნახატები, თექის და გობელენის ნამუშევრები დაათვალიერეს.

გაზიარება:
R2

რუსთავი 2

წყარო: rustavi2.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ლევან მახაშვილი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე: ამ სამიტმა წერტილი დაუსვა საერთაშორისო სამართლის იმ გაგებას, რომელიც ბოლო ათწლეულების განმავლობაში მსოფლიოში იყო

ლევან მახაშვილი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე: ამ სამიტმა წერტილი დაუსვა საერთაშორისო სამართლის იმ გაგებას, რომელიც ბოლო ათწლეულების განმავლობაში მსოფლიოში იყო

რუსთავი 2

საპატრიარქო: სვეტიცხოვლობის დღესასწაულზე ტაძრის ეზოში დაშვებული იქნებიან მხოლოდ აკრედიტებული ჟურნალისტები და მედიის წარმომადგენლები, მათთვის გამოყოფილი იქნება სპეციალური სივრცე

საპატრიარქო: სვეტიცხოვლობის დღესასწაულზე ტაძრის ეზოში დაშვებული იქნებიან მხოლოდ აკრედიტებული ჟურნალისტები და მედიის წარმომადგენლები, მათთვის გამოყოფილი იქნება სპეციალური სივრცე

რუსთავი 2

მაკა ბოჭორიშვილმა თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილესთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან რაშიდ მერედოვთან სატელეფონო საუბარი გამართა

მაკა ბოჭორიშვილმა თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილესთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან რაშიდ მერედოვთან სატელეფონო საუბარი გამართა

რუსთავი 2

ნანა ჟორჟოლიანი: მიხეილ სააკაშვილი ფიქრობს, რომ ამ პროცესში მონაწილეობის მსურველები არიან ისეთი ადამიანები, რომლებსაც არ უნდათ იყვნენ პარტიულები, არ უნდათ პარტიასთან აფილირება და ამიტომ, ქმნის საბჭოს - დამოუკიდებელ სტრუქტურას