მთავარი
რუსთავი 2წყარო
  1. მთავარი
  2. რუსთავი 2
  3. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ სოფელ ერგეს საბავშვო ბაღისა და ადმინისტრაციული შენობის მშენებლობა დაათვალიერა | Rustavi2
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ სოფელ ერგეს საბავშვო ბაღისა და ადმინისტრაციული შენობის მშენებლობა დაათვალიერა | Rustavi2

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ სოფელ ერგეს საბავშვო ბაღისა და ადმინისტრაციული შენობის მშენებლობა დაათვალიერა | Rustavi2

რუსთავი 2|rustavi2.ge

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ერგეს საბავშვო ბაღისა და ადმინისტრაციული შენობის მშენებლობა დასრულების ეტაპზეა.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ხელვაჩაურის მერთან, ზაზა დიასამიძესთან ერთად, სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო.

ზურაბ პატარაძის განცხადებით, ადგილობრივი ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, რომ რეგიონში, ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის შეიქმნას ღირსეული, უსაფრთხო და თანამედროვე სტანდარტების შესაბამის სივრცეები.

„სოფელ ერგეში გავეცანით ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობის მიმდინარეობას, რომელიც უკვე სექტემბრიდან შეძლებს აღსაზრდელების მიღებას. გვქონდა შესაძლებლობა, გავსაუბრებოდით როგორც პედაგოგებს, ისე კომპანიის წარმომადგენლებს. საბავშვო ბაღი 200 აღსაზრდელზეა გათვლილი, პროექტისთვის კი 1 მილიონ 300 ათას ლარამდე იხარჯება. ეს იქნება თანამედროვე, სრულად ადაპტირებული სივრცე, რომელიც ყველა სტანდარტის გათვალისწინებით მოეწყობა. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა უსაფრთხოების ზომებსაც და ამ მიმართულებით მუშაობა აქტიურად გრძელდება“ - განაცხადა ზურაბ პატარაძემ.

პროექტის ფარგლებში აშენდა 200 ბავშვზე გათვლილი ახალი ბაღი, რომელიც მომდევნო სასწავლო წლიდან შეძლებს აღსაზრდელების მიღებას. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ეზოს მოპირკეთებისა და შიდა სარემონტო სამუშაოები. პროექტი ასევე ითვალისწინებს ადმინისტრაციული შენობის მშენებლობას.

მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად მიმდინარე სამუშაოებს აჭარის მთავრობის, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები გაეცნენ.

გაზიარება:
R2

რუსთავი 2

წყარო: rustavi2.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ComCom-ი საერთაშორისო თანამშრომლობას აფართოებს

ComCom-ი საერთაშორისო თანამშრომლობას აფართოებს

რუსთავი 2

Mira Developments თბილისში მულტიბრენდული დასახლების მშენებლობას იწყებს

Mira Developments თბილისში მულტიბრენდული დასახლების მშენებლობას იწყებს

რუსთავი 2

გივი მიქანაძემ პარიზში UNESCO-ს გენერალურ დირექტორთან განათლების სფეროში თანამშრომლობის გაძლიერების საკითხები განიხილა

გივი მიქანაძემ პარიზში UNESCO-ს გენერალურ დირექტორთან განათლების სფეროში თანამშრომლობის გაძლიერების საკითხები განიხილა

რუსთავი 2

ირანის სამხედრო და სტრატეგიულ ობიექტებზე იერიშები გრძელდება

ირანის სამხედრო და სტრატეგიულ ობიექტებზე იერიშები გრძელდება

რუსთავი 2