მთავარი
რუსთავი 2წყარო
  1. მთავარი
  2. რუსთავი 2
  3. გერმანელი ღვინის მაგისტრი კონსტანტინ ბაუმი: განსხვავებული კლიმატური პირობების წყალობით დასავლეთ საქართველოში სრულიად განსხვავებული სტილის ღვინოების წარმოებაა შესაძლებელი | Rustavi2
გერმანელი ღვინის მაგისტრი კონსტანტინ ბაუმი: განსხვავებული კლიმატური პირობების წყალობით დასავლეთ საქართველოში სრულიად განსხვავებული სტილის ღვინოების წარმოებაა შესაძლებელი | Rustavi2

გერმანელი ღვინის მაგისტრი კონსტანტინ ბაუმი: განსხვავებული კლიმატური პირობების წყალობით დასავლეთ საქართველოში სრულიად განსხვავებული სტილის ღვინოების წარმოებაა შესაძლებელი | Rustavi2

რუსთავი 2|rustavi2.ge

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით და სააგენტოს კონტრაქტორი გერმანული მარკეტინგული კომპანიის ff.k Public Relations ორგანიზებით, საქართველოს გერმანელი ღვინის მაგისტრი და კონტენტ კრეატორი კონსტანტინ ბაუმი სტუმრობდა, რომელიც ქართული ღვინის მარნებსა და კომპანიებს იმერეთში გაეცნო.

კონსტანტინ ბაუმი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ღვინის Youtube არხის მფლობელია, 200 ათასზე მეტი გამომწერით და მილიონობით ნახვებით. საქართველოში მისი ვიზიტი კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდას ღვინის პროფესიონალებსა და მომხმარებლებში. ბაუმი ამ დრომდე საქართველოს რამდენჯერმე სტუმრობდა, თუმცა პირველად იმყოფებოდა იმერეთის რეგიონში.

"დასავლეთ საქართველოში აქამდე არასოდეს ვყოფილვარ და ძალიან საინტერესო იყო ქვეყნის ამ კუთხეების გაცნობა და იმ ღვინოების დაგემოვნება სწორედ იმ ტერუარში, სადაც ისინი იწარმოება. ძალიან სასიამოვნოა იმის დანახვა, თუ რამდენად მრავალფეროვანია საქართველო. განსხვავებული კლიმატური პირობების წყალობით აქ სრულიად განსხვავებული სტილის ღვინოების წარმოებაა შესაძლებელი. უფრო უხვი ნალექი, განსხვავებული ტემპერატურული პირობები ღვინოებს განსაკუთრებულ სიხალისეს, ცოცხალ ხასიათსა და გამორჩეულ არომატულ პროფილს ანიჭებს. ასევე ძალიან საინტერესო იყო სხვადასხვა მასშტაბის მარნების მონახულება და იმის გაცნობიერება, თუ რა პოტენციალი აქვს იმერეთს მომავალში," - აღნიშნა კონსტანტინ ბაუმმა.

გერმანია ევროპაში ყველაზე დიდი იმპორტიორი და ღვინის მომხმარებელი ქვეყანაა. ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ მხარდაჭერილი აქტივობებისა და ქართული ღვინის მწარმოებლებთან თანმიმდევრული თანამშრომლობის შედეგად, შექმნილია ქართული ღვინის ექსპორტის მზარდი ტენდენცია. მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში საქართველოდან გერმანიაში ექსპორტირებულია 784 ათას ლიტრამდე ღვინო, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 22%-ით მეტია.

გაზიარება:
R2

რუსთავი 2

წყარო: rustavi2.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

გასულ ღამეს, რუსეთის 12 რეგიონის მიმართულებით, უკრაინამ 370-ზე მეტი დრონი გაუშვა - აფეთქებები მოხდა ყუბანსა და როსტოვის ოლქში

გასულ ღამეს, რუსეთის 12 რეგიონის მიმართულებით, უკრაინამ 370-ზე მეტი დრონი გაუშვა - აფეთქებები მოხდა ყუბანსა და როსტოვის ოლქში

რუსთავი 2

ისრაელის ხელისუფლებამ აშშ-ს სადაზვერვო მონაცემები გადასცა, რომლის მიხედვითაც, ირანმა ტრამპის მკვლელობის ახალი გეგმა შეიმუშავა

ისრაელის ხელისუფლებამ აშშ-ს სადაზვერვო მონაცემები გადასცა, რომლის მიხედვითაც, ირანმა ტრამპის მკვლელობის ახალი გეგმა შეიმუშავა

რუსთავი 2

სინამდვილეში, "ნაციონალური მოძრაობა" არასოდეს ყოფილა პოლიტიკური პარტია, ის ყოველთვის იყო აგენტების კანტორა - რატი იონათამიშვილი

სინამდვილეში, "ნაციონალური მოძრაობა" არასოდეს ყოფილა პოლიტიკური პარტია, ის ყოველთვის იყო აგენტების კანტორა - რატი იონათამიშვილი

რუსთავი 2

ესპანეთის სამხრეთით გაჩენილ მასშტაბურ ტყის ხანძარს 12 ადამიანი ემსხვერპლა - არიან დაშავებულებიც

ესპანეთის სამხრეთით გაჩენილ მასშტაბურ ტყის ხანძარს 12 ადამიანი ემსხვერპლა - არიან დაშავებულებიც

რუსთავი 2