მთავარი
რუსთავი 2წყარო
  1. მთავარი
  2. რუსთავი 2
  3. "საქართველოში ტყის სექტორის რეფორმის განხორციელების მხარდაჭერა - ECO Georgia" - ადიგენში სპეციალური სწავლება განხორციელდა | Rustavi2
"საქართველოში ტყის სექტორის რეფორმის განხორციელების მხარდაჭერა - ECO Georgia" - ადიგენში სპეციალური სწავლება განხორციელდა | Rustavi2

"საქართველოში ტყის სექტორის რეფორმის განხორციელების მხარდაჭერა - ECO Georgia" - ადიგენში სპეციალური სწავლება განხორციელდა | Rustavi2

რუსთავი 2|rustavi2.ge

"საქართველოში ტყის სექტორის რეფორმის განხორციელების მხარდაჭერა - ECO Georgia" - პროექტის ფარგლებში, ადიგენში, სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე, სპეციალური სწავლება განხორციელდა. მოწვეულ საერთაშორისო ექსპერტთან ერთად, ადგილობრივი სპეციალისტები მონაწილეებს ხე-ტყის დამზადების მთელ ციკლს - ტყეკაფის გამოყოფის, პრაქტიკული მერქნის დამზადებისა და თანამედროვე ტექნიკური საშუალებების (მოტორიანი ხერხი; მორსათრევი ტრაქტორი;) უსაფრთხოდ გამოყენების ტექნოლოგიებს გააცნობენ.

„იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სატყეო სამეურნეო ღონისძიებები მაღალი რისკის შემცველია, ჩვენთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ჩვენი თანამშრომლები ფლობდნენ შესაბამის ცოდნას, როგორც სამუშაო უსაფრთხოების, ისე თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების მიმართულებით, რაც საშუალებას მოგვცემს გავზარდოთ ჩვენი საქმიანობის მასშტაბები ტყის რესურსებით მდგრადად სარგებლობის მიმართულებით“, - აღნიშნა სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამსახურის უფროსმა კობა სილაგაძემ.

პროექტი „საქართველოში ტყის სექტორის რეფორმის განხორციელების მხარდაჭერა - ECO Georgia“ კლიმატის მწვანე ფონდის (GCF), გერმანიის, შვეიცარიის და საქართველოს მთავრობების თანადაფინანსებით საქართველოს სამ რეგიონში მიმდინარეობს. სსიპ ეროვნულ სატყეო სააგენტოსა და განმახორციელებელ პარტნიორს - გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებას (GIZ) შორის გაფორმებულია 14 მლნ ევროს საგრანტო ხელშეკრულება.

გაზიარება:
R2

რუსთავი 2

წყარო: rustavi2.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ირაკლი კობახიძე: სტრასბურგის გადაწყვეტილება ჯანსაღია. პრინციპი მარტივია - არ შეიძლება გასაქანი მიეცეს სიძულვილს, აგრესიას - ამ მიდგომას ეფუძნება სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება და  ჩვენი კანონმდებლობაც, რომელიც მივიღეთ ცოტა ხნის წინ

ირაკლი კობახიძე: "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელებთან შეხვედრაზე დავსახეთ კონკრეტული გეგმები - ამ ქვეყნის მართვა ახალგაზრდებმა უნდა გადაიბარონ მომავალში, აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია ამ მიმართულებით მუშაობის სწორად დაგეგმვა

ირაკლი კობახიძე გვარამიას განცხადებაზე: დანაშაულებრივი მიდგომაა, ვნახოთ, რა კვალიფიკაციას მისცემენ საგამოძიებო უწყებები, ეს ქვეყნის ღალატია – შიგნით აქცია, გარეთ სანქცია, ანუ ქვეყნის შიგნით უნდა შეკრიბო 150 კაცი, რომ გარეთ შექმნა ფონი მტრული საქმიანობისთვ

POLITICO: რატომ არ მუშაობს ბრიუსელის რეფორმები - ევროპული ბიზნესი იმედგაცრუებულია

POLITICO: რატომ არ მუშაობს ბრიუსელის რეფორმები - ევროპული ბიზნესი იმედგაცრუებულია

რუსთავი 2