მთავარი
რუსთავი 2წყარო
  1. მთავარი
  2. რუსთავი 2
  3. მიხეილ სარჯველაძე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარესა და ჯანდაცვის მინისტრს შეხვდა | Rustavi2
მიხეილ სარჯველაძე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარესა და ჯანდაცვის მინისტრს შეხვდა | Rustavi2

მიხეილ სარჯველაძე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარესა და ჯანდაცვის მინისტრს შეხვდა | Rustavi2

რუსთავი 2|rustavi2.ge

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარესა და ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს შეხვდა.

მიხეილ სარჯველაძემ, ზურაბ პატარაძესა და ნინო ნიჟარაძესთან ერთად, აჭარაში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა, რომელიც რეგიონის მოსახლეობისთვის, ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობას გაზრდის. მათ შორის იყო ბათუმში თანამედროვე სტანდარტების პირველადი ჯანდაცვის ცენტრისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ახალი შენობის მშენებლობის საკითხი. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, პროექტის განხორციელებით შეიქმნება თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი, მძლავრი პირველადი ჯანდაცვის დაწესებულება, ამასთანავე, გაუმჯობესდება სამედიცინო პერსონალისთვის სწრაფი და ეფექტიანი რეაგირების შესაძლებლობა.

მხარეებმა ბათუმის რესპუბლიკურ კლინიკურ საავადმყოფოში ახალი პედიატრიული განყოფილების მშენებლობაზეც ისაუბრეს, რომელიც უკვე დასასრულს უახლოვდება და რეგიონში პედიატრიულ სერვისებზე ხელმისაწვდომობას კიდევ უფრო გაზრდის.

როგორც მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, აჭარაში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების მხარდაჭერა და ადგილზე პირველადი ჯანდაცვის რგოლის გაძლიერება სამინისტროსთვის პრიორიტეტული საკითხია. მინისტრის განცხადებით, ეს რეგიონში მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურებაზე ხელმისაწვდომობას კიდევ უფრო გაზრდის, რაც პირდაპირ აისახება პაციენტთა კეთილდღეობაზე.

შეხვედრაზე განიხილეს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სხვა პროგრამებიც, ასევე მათი გაფართოების პერსპექტივები. მხარეებმა ცენტრალურ და ადგილობრივ მთავრობებს შორის კიდევ უფრო მჭიდროდ თანამშრომლობის საკითხებზეც იმსჯელეს.

გაზიარება:
R2

რუსთავი 2

წყარო: rustavi2.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

პრემიერი: ანაკლიის პორტი აშენდება სახელმწიფოს ჩართულობით, ესაა იდეალური მოდელი, რომელიც უზრუნველყოფს ეროვნული ინტერესების დაცვას და პარტნიორების მრავალფეროვნებას

პრემიერი: ანაკლიის პორტი აშენდება სახელმწიფოს ჩართულობით, ესაა იდეალური მოდელი, რომელიც უზრუნველყოფს ეროვნული ინტერესების დაცვას და პარტნიორების მრავალფეროვნებას

რუსთავი 2

პრემიერი: ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა ჯო უილსონის დონემდე დავიდა

პრემიერი: ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა ჯო უილსონის დონემდე დავიდა

რუსთავი 2

ირაკლი კობახიძე: სტრასბურგის გადაწყვეტილება ჯანსაღია. პრინციპი მარტივია - არ შეიძლება გასაქანი მიეცეს სიძულვილს, აგრესიას - ამ მიდგომას ეფუძნება სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება და  ჩვენი კანონმდებლობაც, რომელიც მივიღეთ ცოტა ხნის წინ

ირაკლი კობახიძე: "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელებთან შეხვედრაზე დავსახეთ კონკრეტული გეგმები - ამ ქვეყნის მართვა ახალგაზრდებმა უნდა გადაიბარონ მომავალში, აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია ამ მიმართულებით მუშაობის სწორად დაგეგმვა