მთავარი
რუსთავი 2წყარო
  1. მთავარი
  2. რუსთავი 2
  3. ეს აღარ არის უბრალოდ პოლიტიკური ძალა, ეს არის პოლიტიკურ-რადიკალური დაჯგუფება, რომლის ერთადერთი მიზანია, ახალი დაპირისპირების კერები იყოს სახელმწიფოში - ლევან მახაშვილი | Rustavi2
ეს აღარ არის უბრალოდ პოლიტიკური ძალა, ეს არის პოლიტიკურ-რადიკალური დაჯგუფება, რომლის ერთადერთი მიზანია, ახალი დაპირისპირების კერები იყოს სახელმწიფოში - ლევან მახაშვილი | Rustavi2

ეს აღარ არის უბრალოდ პოლიტიკური ძალა, ეს არის პოლიტიკურ-რადიკალური დაჯგუფება, რომლის ერთადერთი მიზანია, ახალი დაპირისპირების კერები იყოს სახელმწიფოში - ლევან მახაშვილი | Rustavi2

რუსთავი 2|rustavi2.ge

დაშლის პირას მყოფი "ნაციონალური მოძრაობა" სრული შემადგენლობით დღეს პირველად იკრიბება. პოლიტიკური განხეთქილების ფონზე, ურთიერთბრალდებებისა და შიდა დაპირისპირების პარალელურად, თავმჯდომარეობის კანდიდატებზე, სავარაუდოდ, დღეს დაგეგმილ პოლიტსაბჭოს სხდომაზე იმსჯელებენ. მსჯავრდადებული პრეზიდენტის პარტიის შეკრებას, არ არის გამორიცხული სააკაშვილის რჩეული - ნანუკა ჟორჟოლიანიც დაესწროს, რომელიც "ნაციონალებს" შიდაპარტიულ რევოლუციას ჰპირდება. თინა ბოკუჩავამ ღიად და არაერთხელ თქვა, რომ სააკაშვილზე გაბრაზებულია და უფრო მეტიც, ლიდერი იმპულსური გადაწყვეტილებების გამო პარტიის დაზიანებაშიც დაადანაშაულა.

სააკაშვილის პარტიაში მიმდინარე პროცესი არასერიოზულია სახელისუფლებო გუნდისთვის, სადაც უკვე დიდი ხანია ამბობენ, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" პოლიტიკური რესურსი სრულად ამოწურა.

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, ლევან მახაშვილის განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობა" რადიკალიზაციის გზას ადგას და მისი მიზანი ქვეყანაში ახალი დაპირისპირების კერების შექმნაა.

"ყველაფერი არის ძალიან ნათელი, რომ ეს პარტია საბოლოოდ უკვე უკან დასაბრუნებელი გზის გარეშე გადაეშვა რადიკალიზაციის პროცესში. ეს აღარ არის უბრალოდ პოლიტიკური ძალა, ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკურ-რადიკალური დაჯგუფება, რომლის ერთადერთი მიზანი არის, რომ რაც შეიძლება რაღაც ახალი დაპირისპირების კერები იყოს სახელმწიფოში. ამიტომ, საინტერესო ნამდვილად არ არის მოსახლეობისთვის, ერთადერთი, ჩვენ ადრეც გვითქვამს, რამდენადაც არის ჩვენთვის საინტერესო, იმედია რაც შეიძლება მალე მოხდება ამ პოლიტიკური დაჯგუფების გაწევა პოლიტიკური სივრციდან, რაც მხოლოდ და მხოლოდ წაადგება ქართული დემოკრატიის განვითარებას", - აცხადებს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი.

გაზიარება:
R2

რუსთავი 2

წყარო: rustavi2.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ეროვნული ბანკი მომხმარებელს აფრთხილებს

ეროვნული ბანკი მომხმარებელს აფრთხილებს

რუსთავი 2

გიორგი შანიძე: მივმართავთ ხელისუფლებას, შესაბამის უწყებებს, დაიწყონ მსჯელობა საკანონმდებლო ინიციატივებზე, რომლებიც ხელს შეუწყობს საზოგადოებაში პატივისცემის კულტურის განმტკიცებას, ეროვნული იდენტობის დაცვას და საზოგადოებრივი თანხმობის შენარჩუნებას

გიორგი შანიძე: საზოგადოებრივ სივრცეში იმატა ე.წ. გამოხატვის ფორმებმა, რომლებიც მართლმადიდებელი ეკლესიის, ეროვნული გმირების, ტრადიციების, იმ ღირებულებების წინააღმდეგაა მიმართული, რომელთაც ეფუძნება ქართული სახელმწიფოებრიობა

თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო: "სითი მოლის" მიმდებარედ არსებული ქაოსური საგზაო მოძრაობიდან გამომდინარე, გადაადგილების ახალი სქემა შემუშავდა

თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო: "სითი მოლის" მიმდებარედ არსებული ქაოსური საგზაო მოძრაობიდან გამომდინარე, გადაადგილების ახალი სქემა შემუშავდა

რუსთავი 2