მთავარი
რუსთავი 2წყარო
  1. მთავარი
  2. რუსთავი 2

რუსთავი 2|rustavi2.ge

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ემი ვ. დიაზი იქნება. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს.

"ემი ვ. დიაზი, აშშ-ის საგარეო სამსახურის მაღალი რანგის კარიერული დიპლომატი 2026 წლის ივლისიდან თბილისში, აშშ-ის საელჩოში, ელჩის მოვალეობის შემსრულებლის (საქმეთა დროებითი რწმუნებულის) თანამდებობას იკავებს", - აღნიშნულია საელჩოს ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, ემი დიაზს სხვადასხვა დროს ეკავა შემდეგი თანამდებობები: საქმეთა დროებითი რწმუნებული და მისიის ხელმძღვანელის მოადგილე აშშ-ის საელჩოში ლილონგვეში (მალავი); აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპულ საქმეთა ბიუროს პოლიტიკისა და გლობალური საკითხების ოფისის დირექტორის მოადგილე; საკონსულო განყოფილების უფროსი აშშ-ის საელჩოში ჰარარეში (ზიმბაბვე); ნარკოტიკებთან ბრძოლის ჯგუფის ხელმძღვანელი აშშ-ის საელჩოში ქაბულში (ავღანეთი).

მისი სამუშაო გამოცდილება ასევე მოიცავს: კანონის უზენაესობის მრჩევლისა და "ამერიკის სამიტის" კოორდინატორის პოზიციებს აშშ-ის საელჩოში პანამაში; შიდა პოლიტიკური განყოფილების ხელმძღვანელის თანამდებობას აშშ-ის საელჩოში თბილისში; ვიცე-კონსულის პოზიციას აშშ-ის საელჩოში ჰარარეში; ვიცე-კონსულის პოზიციას აშშ-ის გენერალურ საკონსულოში მონტერეიში (მექსიკა).

გაზიარება:

რუსთავი 2

წყარო: rustavi2.ge

ორიგინალი სტატია