მთავარი
რუსთავი 2წყარო
  1. მთავარი
  2. რუსთავი 2
  3. დავით სონღულაშვილმა რეინჯერებს პროფესიული დღე მიულოცა
დავით სონღულაშვილმა რეინჯერებს პროფესიული დღე მიულოცა

დავით სონღულაშვილმა რეინჯერებს პროფესიული დღე მიულოცა

რუსთავი 230 ივლისი, 2026, 17:37|rustavi2.ge

საქართველოს დაცულ ტერიტორიებს 25 ადმინისტრაციულ ერთეულში დასაქმებული 500-მდე რეინჯერი იცავს. რეინჯერების დაცვის ქვეშ საქართველოს ტერიტორიის 1 066 175 ჰექტარია.

რეინჯერთა მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს ორგანიზებით, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში, ქვაბისხევში გაიმართა. რეინჯერებს პროფესიული დღე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, დავით სონღულაშვილმა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარემ ოთარ ედიშერაშვილმა მიულოცეს.

"დღეს, საქართველოს დაცული ტერიტორიები ქვეყნის ფართობის თითქმის 15%-ს მოიცავს. ეს სტატისტიკური მაჩვენებელი ნათლად ასახავს სახელმწიფოს დამოკიდებულებას ბუნებრივი მემკვიდრეობისა და ბიომრავალფეროვნების დაცვის მიმართ. ჩვენი მიზანია, საქართველოს 6 სხვადასხვა კატეგორიის 112 დაცული ტერიტორიის ეფექტიანი მართვა, თანამედროვე ტექნოლოგიებით უზრუნველყოფა და მომავალ თაობებში რეინჯერის, როგორც პროფესიის პოპულარიცაზია. მინდა მივულოცო ჩვენი ქვეყნის 500-ზე მეტ რეინჯერს პროფესიული დღე და განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო იმ სამსახურისთვის, რასაც ეწევიან ჩვენი უნიკალური ბუნების დაცვისთვის", - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

ტრადიციულად, ღონისძიების ფარგლებში, სამსახურებრივი მოვალეობის წარმატებით შესრულებისთვის და პროფესიულ საქმიანობაში განსაკუთრებული წვლილისთვის დაჯილდოვდნენ რეინჯერები, რომლებსაც სერტიფიკატები და სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ. ასევე, პატივი მიაგეს სამსახურებრივი მოვალეობის დროს ტრაგიკულად დაღუპული რეინჯერების ხსოვნას.

ღონისძიებას მინისტრის მოადგილეები, აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრი დენის სალუქვაძე, საქართველოს პარლამენტის წევრები, ადგილობრივი თვითმმართველობისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

გაზიარება:

რუსთავი 2

წყარო: rustavi2.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ჯაბა ხუბუა: კარგი იქნება, "ნაცმოძრაობის" თავმჯდომარის პოსტზე სააკაშვილის ხელოვნური ინტელექტის ავატარი აირჩიონ, ნანუკა ჟორჟოლიანის თავმჯდომარეობას იმით მაინც აჯობებს, რომ ნაცმოძრაობა და სიტყვა "ინტელექტი" ერთ წინადადებაში იქნება ნახსენები

გივი მიქანაძე: რეფორმის ფარგლებში განსაკუთრებულ აქცენტს უნივერსიტეტების დაფინანსების გაუმჯობესებაზე ვაკეთებთ - მთავარი ამოცანაა, რომ დაფინანსების ახალი მოდელი მაქსიმალურად მორგებული იყოს სახელმწიფო უნივერსიტეტების საჭიროებებზე

თბილისის საკრებულოში პროფესიული კოლეჯის "სპექტრში" დამზადებული კერამიკული ნაკეთობების გამოფენა გაიმართა

თბილისის საკრებულოში პროფესიული კოლეჯის "სპექტრში" დამზადებული კერამიკული ნაკეთობების გამოფენა გაიმართა

რუსთავი 2

პროკურატურამ ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის ჯგუფურად შეძენა-შენახვის, ტარების და გასაღების მცდელობის ფაქტებზე სამ პირს ბრალდება წარუდგინა

პროკურატურამ ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის ჯგუფურად შეძენა-შენახვის, ტარების და გასაღების მცდელობის ფაქტებზე სამ პირს ბრალდება წარუდგინა

რუსთავი 2