მთავარი
რუსთავი 2წყარო
  1. მთავარი
  2. რუსთავი 2
  3. პროკურატურის მტკიცებულებების საფუძველზე ანგარებით და შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების, იარაღის და საბრძოლო მასალის შეძენა, შენახვა, ტარების, "ქურდული სამყაროს" წევრობის და გამოძალვის ფაქტებზე ბრალდებულებს 17 და 20 წლით პატიმრობა მიესაჯათ
პროკურატურის მტკიცებულებების საფუძველზე ანგარებით და შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების, იარაღის და საბრძოლო მასალის შეძენა, შენახვა, ტარების, "ქურდული სამყაროს" წევრობის და გამოძალვის ფაქტებზე ბრალდებულებს 17 და 20 წლით პატიმრობა მიესაჯათ

რუსთავი 230 ივლისი, 2026, 17:39|rustavi2.ge

გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ანგარებით და შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის, „ქურდული სამყაროს“ წევრობის და დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით გამოძალვის ფაქტებზე ორი ბრალდებული დამნაშავედ ცნო.

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ საზღვარგარეთ მყოფმა "კრიმინალურმა ავტორიტეტმა" ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ დაზარალებულს დიდი ოდენობით თანხის გადახდა მოსთხოვა და მოკვლით დაემუქრა. ხოლო დაზარალებულის მიერ თანხის გადაუხდელობის გამო, ანგარებით მისი მკვლელობა შეუკვეთა. შეკვეთილი მკვლელობის შესრულების მიზნით, ბრალდებულთან კავშირში მყოფი პირი ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ჩავიდა და შეკვეთილი მკვლელობის ჩასადენად მოემზადა, რაც დროული რეაგირების შედეგად სამართალდამცველებმა აღკვეთეს.

ერთ პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18, 109 „ნ“ ქვეპუნქტით, 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, 223-ე სეკუნდა მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, ხოლო მეორეს ბრალდება დაუსწრებლად 223-ე პირმა მუხლის პირველი ნაწილით, 18-109 „ნ“ ქვეპუნქტით და 181-ე მუხლის მე2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარედგინა.

გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებულები სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში და ერთ პირს სასჯელის სახედ და ზომად 17 წლით, ხოლო მეორეს დაუსწრებლად 20 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

გაზიარება:

რუსთავი 2

წყარო: rustavi2.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მკვლელობის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 45 სტატია.

  • პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე ანგარებით და შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის, „ქურდული სამყაროს“ წევრობის და გამოძალვის ფაქტებზე ბრალდებულებს 17 და 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათიმედი
  • ვერაზე 17 წლის ბიჭის მკვლელობის საქმეზე დაკავებული ნიკა კაპანაძე ციხეში გადაიყვანესფორმულა
  • ნაფიცმა მსაჯულებმა დამნაშავედ ცნეს ცოლის მკვლელობაში ბრალდებული კაცინეტგაზეთი
  • "$10 მილიონი ტრამპის თავისთვის" - პროირანულმა დაჯგუფებებმა აშშ-ის პრეზიდენტის მკვლელობისთვის ჯილდო დააწესესBM.GE
მკვლელობის →პატიმრობა →პროკურატურის →

მსგავსი სტატიები

თბილისის საკრებულოში პროფესიული კოლეჯის "სპექტრში" დამზადებული კერამიკული ნაკეთობების გამოფენა გაიმართა

თბილისის საკრებულოში პროფესიული კოლეჯის "სპექტრში" დამზადებული კერამიკული ნაკეთობების გამოფენა გაიმართა

რუსთავი 2

პროკურატურამ ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის ჯგუფურად შეძენა-შენახვის, ტარების და გასაღების მცდელობის ფაქტებზე სამ პირს ბრალდება წარუდგინა

პროკურატურამ ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის ჯგუფურად შეძენა-შენახვის, ტარების და გასაღების მცდელობის ფაქტებზე სამ პირს ბრალდება წარუდგინა

რუსთავი 2

აშშ-ის საელჩო: თბილისში "სტარბაქსის" გახსნა კიდევ ერთი მაგალითია იმ კომერციული შესაძლებლობებისა, რომელიც საქართველოში ამერიკული კომპანიების საქმიანობას მოაქვს

აშშ-ის საელჩო: თბილისში "სტარბაქსის" გახსნა კიდევ ერთი მაგალითია იმ კომერციული შესაძლებლობებისა, რომელიც საქართველოში ამერიკული კომპანიების საქმიანობას მოაქვს

რუსთავი 2

ვისაც აირჩევს თავმჯდომარედ ყრილობა, ან უფრო ფართო არჩევნებით, ის ადამიანი იქნება პასუხისმგებელი პარტიის მომავალ საქმიანობაზე და მას "დაერქმევა" თავმჯდომარე - პეტრე ცისკარიშვილი

ვისაც აირჩევს თავმჯდომარედ ყრილობა, ან უფრო ფართო არჩევნებით, ის ადამიანი იქნება პასუხისმგებელი პარტიის მომავალ საქმიანობაზე და მას "დაერქმევა" თავმჯდომარე - პეტრე ცისკარიშვილი

რუსთავი 2