მთავარი
რუსთავი 2წყარო
  1. მთავარი
  2. რუსთავი 2
  3. ლევან მახაშვილი ნაციონალურ მოძრაობაზე: ეს პარტია საბოლოოდ უკან დასაბრუნებელი გზის გარეშე გადაეშვა რადიკალიზაციის პროცესში
ლევან მახაშვილი ნაციონალურ მოძრაობაზე: ეს პარტია საბოლოოდ უკან დასაბრუნებელი გზის გარეშე გადაეშვა რადიკალიზაციის პროცესში

ლევან მახაშვილი ნაციონალურ მოძრაობაზე: ეს პარტია საბოლოოდ უკან დასაბრუნებელი გზის გარეშე გადაეშვა რადიკალიზაციის პროცესში

რუსთავი 230 ივლისი, 2026, 17:45|rustavi2.ge

დაშლის პირას მყოფ "ნაციონალურ მოძრაობაში" პოლიტსაბჭოს სხდომა კამათით და ხმაურით მიმდინარეობდა.

პეტრე ცისკარიშვილის მტკიცებით ეს მათთვის ჩვეულებრივი პროცესია. პოლიტსაბჭოს სხდომას თინა ბოკუჩავა არ ესწრებოდა.

პარტიაში აცხადებენ რომ ეს მის პროტესტს არ უკავშირდება და მიზეზი ბოკუჩავას თბილისში არ ყოფნაა. სხდომაზე გადაწყდა რომ პარტიის ყრილობა 5 აგვისტოს ჩატარდება. ცისკარიშვილი იმედოვნებს რომ ბოკუჩავა ყრილობას მაინც დაესწრება.

ცნობილია რომ სააკაშვილის რჩეული ნანუკა ჟორჟოლიანია, რომელიც ნაციონალებს შიდა პარტიულ რევოლუციას ჰპირდება.

თინა ბოკუჩავამ კი ღიად და არაერთხელ თქვა, რომ სააკაშვილზე გაბრაზებულია.

"ნაციონალურ მოძრაობაში" მიმდინარე პროცესი არასერიოზულია სახელისუფლებო გუნდისთვის.

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის ლევან მახაშვილის თქმით, პარტიამ საბოლოოდ აირჩია რადიკალიზაციის გზა.

"ყველაფერი არის ძალიან ნათელი. ეს პარტია საბოლოოდ უკვე, უკან დასაბრუნებელი გზის გარეშე გადაეშვა რადიკალიზაციის პროცესში.

ეს აღარ არის უბრალოდ პოლიტიკური ძალა, ეს არის პოლიტიკურ-რადიკალური დაჯგუფება, რომლის ერთადერთი მიზანი არის, ახალი დაპირისპირების კერები სახელმწიფოში. ამიტომ ეს მოსახლეობისთვის აღარ არის საინტერესო. იმედია ძალიან მალე მოხდება ამ პოლიტიკური დაჯგუფების გაწევა პოლიტიკური სივრციდან, რაც მხოლოდამხოლოდ წაადგება ქართული დემოკრატიის განვითარებას,"- აცხადებს ლევან მახაშვილი.

გაზიარება:

რუსთავი 2

წყარო: rustavi2.ge

ორიგინალი სტატია

თემა: პროცესი

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 99 სტატია.

  • სადგურის მოედნის მიმდებარედ ერთ-ერთ კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერეს - გაიგეთ მიზეზიტვ პირველი
  • სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დარღვევების გამო საზოგადოებრივი კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერაიმედი
  • სეს-მა სადგურის მოედნის მიმდებარედ ერთ-ერთ კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერაBM.GE
  • მედიის წარმომადგენლები ელისო კილაძის პროცესის გახსნას ითხოვენნეტგაზეთი
პროცესი →მოძრაობა →

მსგავსი სტატიები

გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს ალი ასადოვს შეხვდა

გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს ალი ასადოვს შეხვდა

რუსთავი 2

ნაურუს მთავრობა: ნაურუს რესპუბლიკამ დაუყოვნებლივ შეწყვიტა დიპლომატიური ურთიერთობები სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან

ნაურუს მთავრობა: ნაურუს რესპუბლიკამ დაუყოვნებლივ შეწყვიტა დიპლომატიური ურთიერთობები სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან

რუსთავი 2

ჯაბა ხუბუა: კარგი იქნება, "ნაცმოძრაობის" თავმჯდომარის პოსტზე სააკაშვილის ხელოვნური ინტელექტის ავატარი აირჩიონ, ნანუკა ჟორჟოლიანის თავმჯდომარეობას იმით მაინც აჯობებს, რომ ნაცმოძრაობა და სიტყვა "ინტელექტი" ერთ წინადადებაში იქნება ნახსენები

გივი მიქანაძე: რეფორმის ფარგლებში განსაკუთრებულ აქცენტს უნივერსიტეტების დაფინანსების გაუმჯობესებაზე ვაკეთებთ - მთავარი ამოცანაა, რომ დაფინანსების ახალი მოდელი მაქსიმალურად მორგებული იყოს სახელმწიფო უნივერსიტეტების საჭიროებებზე