მთავარი
რუსთავი 2წყარო
  1. მთავარი
  2. რუსთავი 2
  3. ცეცხლის ალყაში მოქცეული ევროპა - მასშტაბური ხანძრები და საფრთხე ატომურ ელექტროსადგურზე
ცეცხლის ალყაში მოქცეული ევროპა - მასშტაბური ხანძრები და საფრთხე ატომურ ელექტროსადგურზე

ცეცხლის ალყაში მოქცეული ევროპა - მასშტაბური ხანძრები და საფრთხე ატომურ ელექტროსადგურზე

რუსთავი 230 ივლისი, 2026, 21:33|rustavi2.ge

მსოფლიო მედიის ობიექტივში ამ წუთებში ბრიტანეთის უმსხვილესი ბირთვული ელექტროსადგურია - მასშტაბური ტყის ხანძარი საფოლკში მდებარე "საიზუელ B"-ს რეაქტორებს უახლოვდება. ტერიტორიაზე ხელისუფლების გადაწყვეტილებით უმაღლესი დონის განგაშია გამოცხადებული, ობიექტზე კი საგანგებო პროტოკოლი ამოქმედდა. მიმდებარე რაიონებიდან უკვე გაიყვანეს მოსახლეობის ნაწილი - ქალები, ბავშვები და ხანდაზმულები. ცეცხლის ლოკალიზების პროცესში ჩართულია ავიაციაც. საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, სტიქიის სრულად ჩაქრობას 24-დან 48 საათამდე ან შესაძლოა უფრო მეტი დრო დასჭირდეს. ამ ფონზე, ბრიტანეთის ოპოზიცია მთავრობას მიმართავს და მოუწოდებს, უახლოეს საათებში სასწრაფოდ მოიწვიოს "კობრას" საგანგებო შეხვედრა.

ხანძარი კვლავ უკონტროლოდ ვრცელდება საფრანგეთშიც. მხოლოდ ბოლო 24 საათში ჟირონდის და ლანდის დეპარტამენტებში 24 ახალი კერა გაჩნდა. უკვე მეცხრე დღეა, სტიქიას უწყვეტ რეჟიმში ათასობით მეხანძრე, მაშველი, სამხედრო, პოლიციელი, ექიმი და მოხალისე უპირისპირდება. ცოცხალ ძალასთან ერთად საქმეში ჩართულია მძიმე ტექნიკა და ავიაცია. პარალელურად მიმდინარეობს საინჟინრო სამუშაოებიც. გაჭრილია 127-კილომეტრიანი ხანძარსაწინააღმდეგო ზოლი, რომელმაც დასახლებულ პუნქტებამდე ცეცხლის გავრცელება უნდა შეაფერხოს.

ცეცხლმა უკვე 42 ათასი ჰექტარი გაანადგურა - ეს პარიზის ფართობზე ოთხჯერ დიდი ტერიტორიაა. სპეციალისტების შეფასებით, 1949 წლის შემდეგ საფრანგეთში ასეთი მასშტაბის ხანძარი არ ყოფილა. უპრეცედენტოა პასუხიც - სტიქიას სრული რესურსის მობილიზება მოჰყვა. თუმცა მთავარი გამოწვევა უცვლელია: ექსტრემალური სიცხე, ძლიერი ქარი და ახალი კერების წარმოქმნა მეხანძრეებს მუშაობას ართულებს. ხშირ შემთხვევაში მათ 30-საათიან ცვლებშიც უწევთ მუშაობა. დაშავებულია 126 მეხანძრე, მათგან 16 - მხოლოდ ბოლო ერთ დღე-ღამეში. საფრთხე ადგილობრივ მოსახლეობასაც ემუქრება. ევაკუაცია 222 000 ადამიანს მოუწია.

რთული ვითარებაა მეზობელ ესპანეთშიც, მასშტაბური ტყის ხანძრების გამო ქვეყნის რამდენიმე რეგიონში ოპერატიული მზადყოფნის რეჟიმი ამოქმედდა. ხანძრის ახალი კერები ჩნდება პორტუგალიის საზღვრის მიმდებარე რაიონებში, ასევე ავილას, მადრიდის, ტოლედოსა და კასტელიონის პროვინციებში. სტიქიამ ათიათასობით ჰექტარი უკვე გაანადგურა. გრძელდება მოსახლეობის ევაკუაციაც. ამ დროისთვის სრულადაა დაცლილი 11 დასახლებული პუნქტი.

უკიდურესად მძიმეა ვითარება საბერძნეთში. კუნძულ კრეტაზე და პელოპონესში მასშტაბური ხანძრები მძვინვარებს. სტიქიას სამი მეხანძრე ემსხვერპლა. კრეტაზე, რეთიმნოს რეგიონში, მაშველები მოსახლეობის ევაკუაციას ახლაც აგრძელებენ ტერიტორიიდან უკვე გაყვანილია 8 ათასამდე ადგილობრივი და ტურისტი. კუნძულზე ხანძარი 15 კილომეტრზე გავრცელდა, განადგურებულია სახლები და სასოფლო-სამეურნეო ტერიტორიები.

ექსპერტების შეფასებით, ასეთი მასშტაბის სტიქიას რამდენიმე ურთიერთდაკავშირებული ფაქტორი განაპირობებს. ერთ-ერთი მთავარი მიზეზია კლიმატის ცვლილებით გამოწვეული ექსტრემალური სიცხე და ხანგრძლივი გვალვები. ამასთან, მნიშვნელოვან როლს თამაშობს ანთროპოგენური ფაქტორიც ადამიანის საქმიანობასთან დაკავშირებული ხანძრები, მათ შორის დაუდევრობით ან განზრახ ცეცხლის გაჩენით გამოწვეული შემთხვევები, სტიქიის გავრცელების დამატებით რისკს ქმნის.

გაზიარება:

რუსთავი 2

წყარო: rustavi2.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ევროპის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 101 სტატია.

  • თიბისის მხარდაჭერით, "ევროპის უნივერსიტეტმა" სასწავლო ინფრასტრუქტურა განაახლატვ პირველი
  • თიბისის მხარდაჭერით, "ევროპის უნივერსიტეტმა" სასწავლო ინფრასტრუქტურა განაახლაBM.GE
  • საქართველოს ნაკრები გოლფში ევროპის გუნდურ ჩემპიონატში მონაწილეობს, რომელიც მალტაში გაიმართებაიმედი
  • კალაძე დატბორილ ქუჩებზე: მსგავს შემთხვევებს ვხედავთ ევროპის არაერთ დიდ ქალაქშიფორმულა
ევროპის →მასშტაბური →

მსგავსი სტატიები

აბას არაღჩის განცხადებით, ეგვიპტის უსაფრთხოებას ისლამური რესპუბლიკისთვის უმნიშვნელოვანესია

აბას არაღჩის განცხადებით, ეგვიპტის უსაფრთხოებას ისლამური რესპუბლიკისთვის უმნიშვნელოვანესია

რუსთავი 2

რამდენ ლარად შეიძენთ 1 აშშ დოლარს და ევროს 21 ივლისს

რამდენ ლარად შეიძენთ 1 აშშ დოლარს და ევროს 21 ივლისს

რუსთავი 2

"ენერგო-პრო ჯორჯიას" ქსელში არსებულ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

"ენერგო-პრო ჯორჯიას" ქსელში არსებულ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

რუსთავი 2

აშშ-მა ირანული ავიაკომპანია Mahan Air-ის ხელშემწყობი გლობალური ქსელი დაასანქცირა - Reuters

აშშ-მა ირანული ავიაკომპანია Mahan Air-ის ხელშემწყობი გლობალური ქსელი დაასანქცირა - Reuters

რუსთავი 2