მთავარი
რუსთავი 2წყარო
  1. მთავარი
  2. რუსთავი 2
  3. სახელმწიფოს ფუნდამენტური საკითხები და ეროვნულ ფასეულობები - საქართველოში კიდევ ერთი ახალი მოძრაობა შეიქმნა | Rustavi2
სახელმწიფოს ფუნდამენტური საკითხები და ეროვნულ ფასეულობები - საქართველოში კიდევ ერთი ახალი მოძრაობა შეიქმნა | Rustavi2

სახელმწიფოს ფუნდამენტური საკითხები და ეროვნულ ფასეულობები - საქართველოში კიდევ ერთი ახალი მოძრაობა შეიქმნა | Rustavi2

რუსთავი 2|rustavi2.ge

ახლად შექმნილი ჯგუფის ინიციატივა სახელმწიფოს ფუნდამენტურ საკითხებსა და ეროვნულ ფასეულობებს ეხება. მათი განცხადებით, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის, ეროვნული გმირების, ქართული ენის, ისტორიული მემკვიდრეობისა და ტრადიციული ღირებულებების დაცვა, არა თვითინიციატივებით, არამედ კონკრეტული საკანონმდებლო ნორმებით უნდა მოხდეს. ეროვნული ფასეულობების კანონისა და სამართლის გზით დაცვა კი საზოგადოებრივი თანხმობის და სამოქალაქო მშვიდობის გარანტი იქნება. საკანონმდებლო ინიციატივების მომზადების მიზნით, საინიციატივო ჯგუფი კონსულტაციებს სპეციალისტებთან, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან და პარლამენტთან გამართავს.

ახლად დაფუძნებული საინიციატივო ჯგუფის წევრების მიმართვის მთავარი ადრესატები კანონმდებლები არიან. საპარლამენტო პოლიტიკურ ჯგუფებში იდეას იწონებენ. "ხალხის ძალაში" ამბობენ,რომ ეროვნული ფასეულობების მნიშვნელობის მქონე საკითხებზე 2022 წლიდან საუბრობენ. ახალ საკანონმდებლო წინადადებასაც განიხილავენ და შესაბამის გადაწყვეტილებასაც მიიღებენ. ინიციატივების წარდგენამდე საინიციატივო ჯგუფის წევრები კონსულტაციების პროცესში იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარესთან შეხვედრასაც ითხოვენ. არჩილ გორდულაძე მსჯელობისთვის მზადაა.

საკანონმდებლო ინიციატივები სხვა სახელმწიფოებში უკვე აპრობირებული და მოქმედი საკანონმდებლო ნორმების შესაბამისად უნდა მომზადდეს. დღეს ბრიტანული ანალოგის იდეაც გაჟღერდა.

საინიციატივო ჯგუფის დამფუძნებლების განცხადებით, მათი ინტერესია ისეთი საკანონმდებლო ჩარჩოს მომზადება, რომელიც ერთი მხრივ სიტყვის თავისუფლებას არ შეზღუდავს, მეორე მხრივ კი უზრუნველყოფს ეროვნული ფასეულობებისა და ღირებულებების კანონით დაცვას.

პარლამენტის საშემოდგომო სესიის ფორმატში მუშაობას სექტემბერში განაახლებს. სექტემბრამდე დარჩენილ დროს კი საინიციატივო ჯგუფის წევრები იურისტებთან, სამართლის სპეციალისტებთან, კანონმდებლებთან და სხვადასხვა დარგის წარმომადგენლებთან კონსულტაციებისთვის გამოიყენებს.

გაზიარება:

რუსთავი 2

წყარო: rustavi2.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მოძრაობა

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 84 სტატია.

  • ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ყრილობა 5 აგვისტოს გაიმართებაფორმულა
  • ცნობილია, როდის გამართავს "ნაციონალური მოძრაობა" ყრილობასტვ პირველი
  • გურამ მაჭარაშვილი: „ნაციონალურ მოძრაობას“ ახლა აქვს ძალიან დიდი დილემა: არა მარტო ის, თუ ვის აირჩევენ თავმჯდომარედ ან პოლიტსაბჭოს წევრებად, არამედ აქვთ შიშიც, ვის გამოეცხადება სააკაშვილის სული საღამოს, თუ გადაწყვეტილებებით კმაყოფილი არ იქნებაიმედი
  • რატომ გადაწყდა რუსთაველზე მოძრაობის სრულად შეზღუდვა ეტაპობრივის ნაცვლად?|მერიის განმარტებაBM.GE
მოძრაობა →

მსგავსი სტატიები

ირანული სახელმწიფო მედიის ცნობით, ირანის არმიამ ბაჰრეინში მდებარე აშშ-ის ობიექტებზე იერიში მიიტანა

ირანული სახელმწიფო მედიის ცნობით, ირანის არმიამ ბაჰრეინში მდებარე აშშ-ის ობიექტებზე იერიში მიიტანა

რუსთავი 2

ჩინეთი უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას ირანისთვის ასობით ერთეული იარაღის გადაცემის შესახებ

ჩინეთი უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას ირანისთვის ასობით ერთეული იარაღის გადაცემის შესახებ

რუსთავი 2

სვანეთი კინორეჟისორებს, პროდიუსერებსა და კინო მოყვარულებს მასპინძლობს - მესტიის მოკლემეტრაჟიანი და მთის ფილმების საერთაშორისო ფესტივალმა სტარტი აიღო

სვანეთი კინორეჟისორებს, პროდიუსერებსა და კინო მოყვარულებს მასპინძლობს - მესტიის მოკლემეტრაჟიანი და მთის ფილმების საერთაშორისო ფესტივალმა სტარტი აიღო

რუსთავი 2

"ხადორობა" კახეთში - სახალხო დღესასწაული და ხელისუფლების შეხვედრები მოსახლეობასთან

"ხადორობა" კახეთში - სახალხო დღესასწაული და ხელისუფლების შეხვედრები მოსახლეობასთან

რუსთავი 2