მთავარი
რუსთავი 2წყარო
  1. მთავარი
  2. რუსთავი 2
  3. ასობით მიგრანტი მაროკოდან ესპანეთის სეუტას საზღვარზე ცურვით გადავიდა - {ვიდეო}
ასობით მიგრანტი მაროკოდან ესპანეთის სეუტას საზღვარზე ცურვით გადავიდა - {ვიდეო}

ასობით მიგრანტი მაროკოდან ესპანეთის სეუტას საზღვარზე ცურვით გადავიდა - {ვიდეო}

რუსთავი 230 ივლისი, 2026, 22:24|rustavi2.ge

სეუტას ლიდერის განცხადებით, გასული კვირის განმავლობაში მაროკოდან ესპანეთის ჩრდილოეთ აფრიკულ ექსკლავ სეუტაში ასობით მიგრანტი შევიდა.

ხუან ხესუს ვივასმა აღნიშნა, რომ მიგრანტების ნაკადი არსებულ რესურსებს აჭატბებს და ესპანეთის მთავრობას ჩარევისკენ მოუწოდა. საინფორმაციო სააგენტო Reuters-ის ცნობით, პარასკევს სეუტას ესპანეთის შინაგან საქმეთა მინისტრი ეწვევა.

გადაღებულ კადრებში ჩანს, როგორ ცდილობენ მიგრანტები სეუტაში გადასვლას ცურვით - საცურაო რგოლებისა და სხვა დამხმარე საშუალებების გამოყენებით, ხოლო სხვები სასაზღვრო ღობის ჭიშკარში გარბიან.

სეუტა, რომელიც მაროკოს ჩრდილოეთ სანაპიროზე მდებარეობს, ესპნაეთის ძირითადი ტერიტორიისგან გიბრალტარის სრუტით არის გამოყოფილი და ევროპაში მოხვედრის მსურველი მიგრანტებისთვის დიდი ხანია მთავარ წერტილს წარმოადგენს.

საზღვრის გადაკვეთის მასშტაბების შესახებ ურთიერთგამომრიცხავი ცნობები ვრცელდება - ციფრები ასობით ადამიანით დაწყებული, ათასობით პირამდე მერყეობს.

Reuters-ის ცნობით, ესპანური მედია ვარაუდობს, რომ ხუთშაბათს სეუტაში 2 000-დან 3 000-მდე ადამიანი შევიდა, თუმცა სამოქალაქო გვარდიას ეს ციფრი ოფიციალურად არ დაუდასტურებია.

ამასობაში, ესპანეთის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა RTVE-მ განაცხადა, რომ დღის განმავლობაში ტერიტორიაზე ასობით ადამიანი გადავიდა. მათივე ცნობით, ბოლო ორი კვირის განმავლობაში სეუტას 1 500-ზე მეტმა მიგრანტმა მიაღწია, რომელთა უმეტესობაც ახალგაზრდა მაროკოელები არიან.

RTVE იუწყება, რომ ბოლო თვეების განმავლობაში ზღვაში 60 ადამიანის ცხედარი იპოვეს.

გაზიარება:

რუსთავი 2

წყარო: rustavi2.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

აბას არაღჩის განცხადებით, ეგვიპტის უსაფრთხოებას ისლამური რესპუბლიკისთვის უმნიშვნელოვანესია

აბას არაღჩის განცხადებით, ეგვიპტის უსაფრთხოებას ისლამური რესპუბლიკისთვის უმნიშვნელოვანესია

რუსთავი 2

რამდენ ლარად შეიძენთ 1 აშშ დოლარს და ევროს 21 ივლისს

რამდენ ლარად შეიძენთ 1 აშშ დოლარს და ევროს 21 ივლისს

რუსთავი 2

"ენერგო-პრო ჯორჯიას" ქსელში არსებულ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

"ენერგო-პრო ჯორჯიას" ქსელში არსებულ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

რუსთავი 2

აშშ-მა ირანული ავიაკომპანია Mahan Air-ის ხელშემწყობი გლობალური ქსელი დაასანქცირა - Reuters

აშშ-მა ირანული ავიაკომპანია Mahan Air-ის ხელშემწყობი გლობალური ქსელი დაასანქცირა - Reuters

რუსთავი 2