მთავარი
რუსთავი 2წყარო
  1. მთავარი
  2. რუსთავი 2

რუსთავი 2|rustavi2.ge

თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ ნაურუს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების გაუქმების შესახებ, სწორი და მნიშვნელოვანი ნაბიჯია.

როგორც კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, საქართველოს ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი და უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნება და აფხაზებთან და ოსებთან მშვიდობიანი თანაცხოვრება.

"ვფიქრობ, სწორი და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იყო. ეს არის განპირობებული იმით, რომ ჩვენი საგარეო საქმეთა სამინისტრო აქტიურად მუშაობს აბსოლუტურად ყველა მიმართულებით. ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა რამდენად მნიშვნელოვანია ქვეყნის შიგნით, ეს ყველამ ძალიან კარგად იცის და, რა თქმა უნდა, ქვეყნის გარეთ აუცილებელია გაგრძელდეს აღნიშნული მიმართულებით მუშაობა.

სამწუხაროდ, უნდა აღინიშნოს ის, რომ ტერიტორიების გარკვეული ნაწილი ჯერ კიდევ ოკუპირებულია და ეს ჯერ კიდევ სერიოზული გამოწვევაა. ჩვენი მთავარი, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი გახლავთ ის, რომ ყველაფერი გავაკეთოთ, რათა დავიბრუნოთ ტერიტორიები და მოვახერხოთ აფხაზებთან და ოსებთან თანაცხოვრება. საქართველოს მთავრობა ამისთვის ყველაფერს აკეთებს", - განაცხადა კახა კალაძემ.

გაზიარება:

რუსთავი 2

წყარო: rustavi2.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ქუთაისის სასამართლომ 500 ლარით დააჯარიმა მარინა ქუთათელაძე, რომელმაც თამარ ჩერგოლეიშვილს შეურაცხყოფა მიაყენა

ქუთაისის სასამართლომ 500 ლარით დააჯარიმა მარინა ქუთათელაძე, რომელმაც თამარ ჩერგოლეიშვილს შეურაცხყოფა მიაყენა

რუსთავი 2

"იმედის" გარშემო განვითარებული მოვლენების შემდეგ, ბადრი პატარკაციშვილს დაეწყო ღრმა დეპრესია - ინფარქტით გარდაიცვალა, თუმცა, რეალურად, "იმედის" მოვლენებს უზარმაზარი გავლენა ჰქონდა მის ცხოვრებაზე - ირაკლი რუხაძე

"ნიკა გვენცაძემ მოგვმართა განცხადებით, რომ იგი სრულად აღიარებს დანაშაულს" - 4 ოქტომბერს ძალადობრივი მოვლენების საქმეზე მსჯავრდებულ ნიკა გვენცაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდება

"ნიკა გვენცაძემ მოგვმართა განცხადებით, რომ იგი სრულად აღიარებს დანაშაულს" - 4 ოქტომბერს ძალადობრივი მოვლენების საქმეზე მსჯავრდებულ ნიკა გვენცაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდება

რუსთავი 2

აჭარაში, სარეალიზაციო ობიექტიდან, ვადაგასული სურსათი ამოიღეს

აჭარაში, სარეალიზაციო ობიექტიდან, ვადაგასული სურსათი ამოიღეს

რუსთავი 2