მთავარი
რუსთავი 2წყარო
  1. მთავარი
  2. რუსთავი 2
  3. განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა სამინისტროს ერთგულებამ და მტკიცე სურვილმა, რომ "ჯივინოსტატი" საქართველოს პაციენტებისთვის ხელმისაწვდომი გახდეს - Italfarmaco-ს აღმასრულებელი დირექტორი | Rustavi2
განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა სამინისტროს ერთგულებამ და მტკიცე სურვილმა, რომ "ჯივინოსტატი" საქართველოს პაციენტებისთვის ხელმისაწვდომი გახდეს - Italfarmaco-ს აღმასრულებელი დირექტორი | Rustavi2

განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა სამინისტროს ერთგულებამ და მტკიცე სურვილმა, რომ "ჯივინოსტატი" საქართველოს პაციენტებისთვის ხელმისაწვდომი გახდეს - Italfarmaco-ს აღმასრულებელი დირექტორი | Rustavi2

რუსთავი 2|rustavi2.ge

"განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა სამინისტროს ერთგულებამ და მტკიცე სურვილმა, რომ "ჯივინოსტატი" საქართველოს პაციენტებისთვის ხელმისაწვდომი გახდეს. ეს შეთანხმება პარტნიორობის ძალას ნათლად აჩვენებს. როდესაც პაციენტები, სახელმწიფო და ინდუსტრია ერთიანდებიან, შეუძლებელი არაფერია," - ამის შესახებ იტალიური ფარმაცევტული კომპანია Italfarmaco-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, ფრანჩესკო დი მარკომ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსთან მიღწეული შეთანხმების შემდეგ განაცხადა.

კომპანიისა და უწყების მჭიდრო თანამშრომლობისა და სახელმწიფოს მხრიდან გამოხატული დიდი მზაობის შედეგად, საქართველოში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის (DMD) მქონე პაციენტებისთვის ინოვაციური მედიკამენტი "ჯივინოსტატი" ხელმისაწვდომი ხდება.

"გასული კვირის განმავლობაში საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსთან ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობდით, რათა გვეპოვა გზა, რომელიც დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტებისთვის საქართველოში "ჯივინოსტატის" ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს. განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა სამინისტროს ერთგულებამ და მტკიცე სურვილმა, რომ "ჯივინოსტატი" საქართველოს პაციენტებისთვის ხელმისაწვდომი გახდეს. ეს შეთანხმება პარტნიორობის ძალას ნათლად აჩვენებს. როდესაც პაციენტები, სახელმწიფო და ინდუსტრია ერთიანდებიან, შეუძლებელი არაფერია და სწორედ პაციენტი ხდება ყველა ძალისხმევის მთავარი ცენტრი. ამ თანამშრომლობით ნამდვილად ვამაყობ და საქართველოს მთავრობასთან და პაციენტთა საზოგადოებასთან ერთად მუშაობას გავაგრძელებთ, რათა ეს შესაძლებლობა ყველა პაციენტამდე მივიდეს", - აღნიშნა ფრანჩესკო დი მარკომ.

ცნობისთვის, ჯანდაცვის სამინისტრომ პრეპარატი მართული შესვლის შეთანხმების (MEA) მექანიზმით შეიძინა და მისი მოწოდება ქვეყანაში უახლოეს პერიოდში დაიწყება. საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი პირველია, რომელიც ამ ინოვაციურ მედიკამენტს დაავადების მართვის სახელმწიფო პროგრამაში რთავს.

"ჯივინოსტატი" ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მედიკამენტია და იგი განკუთვნილია 6 წლის ასაკიდან დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე იმ პაციენტებისთვის, რომლებსაც გადაადგილების უნარი შენარჩუნებული აქვთ. პარალელურად, ჯანდაცვის სამინისტრომ იშვიათი ნერვ-კუნთოვანი დაავადებების მქონე პირებისთვის სამედიცინო მომსახურების პაკეტი გააფართოვა, რაც მულტიდისციპლინურ მეთვალყურეობას, აუცილებელ კლინიკურ-ლაბორატორიულ და ინსტრუმენტულ კვლევებსა და სპეციალისტების კონსულტაციებს მოიცავს.

გაზიარება:

რუსთავი 2

წყარო: rustavi2.ge

ორიგინალი სტატია

თემა: სამინისტროს

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 86 სტატია.

  • აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო სახელოვნებო მიმართულებით ორ ახალ პროგრამას იწყებსიმედი
  • განიხილება საბაჟო გზავნილებზე მოქმედი შეღავათების ცვლილების მიზანშეწონილობა|ფინანსთა სამინისტროBM.GE
  • საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო სექტემბერში გაუქმდებაფორმულა
  • ანაკლიის პორტს სახელმწიფო ააშენებს – სამინისტრონეტგაზეთი
სამინისტროს →

მსგავსი სტატიები

ეკატერინე მიქაბაძე: ლარის კურსის სტაბილურობას მყარი ფუნდამენტური მაკროეკონომიკური ფაქტორები განაპირობებს

ეკატერინე მიქაბაძე: ლარის კურსის სტაბილურობას მყარი ფუნდამენტური მაკროეკონომიკური ფაქტორები განაპირობებს

რუსთავი 2

ეკატერინე მიქაბაძე: ჩვენი ცენტრალური სცენარით, ინფლაცია შემცირებას წლის მეორე ნახევრიდან დაიწყებს

ეკატერინე მიქაბაძე: ჩვენი ცენტრალური სცენარით, ინფლაცია შემცირებას წლის მეორე ნახევრიდან დაიწყებს

რუსთავი 2

თბილისის საკრებულოში პროფესიული კოლეჯ "სპექტრის" კერამიკულ ლაბორატორიაში შექმნილი ნაკეთობების გამოფენა გაიმართა

თბილისის საკრებულოში პროფესიული კოლეჯ "სპექტრის" კერამიკულ ლაბორატორიაში შექმნილი ნაკეთობების გამოფენა გაიმართა

რუსთავი 2

რასაც მივაღწიეთ დღეს, ესეც დასაფასებელია, მაგრამ იმ მედიკამენტზე, რომელიც ყველა ბავშვზე ვრცელდება, ჯერჯერობით, არ არის შეთანხმება მიღწეული - დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვის მშობელი კახა წიქარიშვილი