მთავარი
რუსთავი 2წყარო
  1. მთავარი
  2. რუსთავი 2
  3. "ლენდ ლორდის" მოდელი და სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტი ანაკლიაში - ღრმაწყლოვან ნავსადგურში ფსკერის დაღრმავების სამუშაოები იწყება
"ლენდ ლორდის" მოდელი და სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტი ანაკლიაში - ღრმაწყლოვან ნავსადგურში ფსკერის დაღრმავების სამუშაოები იწყება

"ლენდ ლორდის" მოდელი და სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტი ანაკლიაში - ღრმაწყლოვან ნავსადგურში ფსკერის დაღრმავების სამუშაოები იწყება

რუსთავი 23 აგვისტო, 2026, 07:16|rustavi2.ge

მომავალი პორტის საზღვაო აკვატორიაში პირველი გემი უკვე გამოჩნდა, რომელიც ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურში ფსკერის დაღრმავების სამუშაოებს დაიწყებს - ტალღმტეხის არხის მოწყობის მიზნით, თუმცა მანამდე გემმა კანონმდებლობით დადგენილი პროცედურები უნდა გაიაროს.

წინასწარ განსაზღვრული გეგმის მიხედვით, დაღრმავებითი სამუშაოების დასრულების შემდეგ, გემი შემოსასვლელ და მოსაბრუნებელ არხში გადაინაცვლებს, ერთ თვეში კი მას მეორე, უფრო დიდი ზომის დამღრმავებელი გემი (Al-Idrisi) შეუერთდება.

ანაკლიის აკვატორიაში Jan De Nul-ის ფლოტის დამღრმავებელი გემის (Tristao da Cunha) შემოსვლის დროს გემზე იმყოფებოდა "ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის" დირექტორი, რომელიც, გემის კაპიტანთან და კონტრაქტორი კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად, ადგილზე ეცნობოდა სამუშაოების სპეციფიკას, გემის შესაძლებლობებს და, ოფიციალური უფლებამოსილების ფარგლებში, შესაბამის პროცესებშიც მონაწილეობდა.

სტრატეგიული პროექტის საზღვაო აკვატორიაში სამშენებლო სამუშაოებს აქტიურად ახორციელებს მსოფლიოში აღიარებული ბელგიური კომპანია, ე.წ. დიდი ოთხეულის წევრი Jan De Nul-ი, ქართველ პარტნიორებთან ერთად. პორტის მშენებლობა პირდაპირ კავშირშია დაკავშირებადობის, საქართველოს საკვანძო როლის გაძლიერებასთან, ვინაიდან ქვეყანა აქტიურად პოზიციონირებს როგორც ლოგისტიკური ჰაბი და ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი სატრანსპორტო დერეფანი.

ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურს საქართველოს მთავრობა მსოფლიოში აპრობირებული "ლენდ ლორდის" მოდელით აშენებს, რაც სახელმწიფოს შესაძლებლობას აძლევს, პორტი ერთდროულად რამდენიმე სახელმწიფოსთან და კომპანიასთან პარტნიორობით განავითაროს. ეს კი, თავის მხრივ, საუკეთესო პირობებს ქმნის პორტში ტვირთების მოზიდვისა და, შესაბამისად, მისი მაქსიმალურად ეფექტიანი ფუნქციონირებისთვის.

საპორტო ინფრასტრუქტურის შექმნასთან ერთად, მთავრობა უზრუნველყოფს ანაკლიამდე მისასვლელი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის - საავტომობილო გზისა და რკინიგზის - მოწყობასაც.

გაზიარება:

რუსთავი 2

წყარო: rustavi2.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ნამდვილი კულინარიული მოგზაურობა, მივიწყებული ტრადიციული რეცეპტები და ახალი ინტერპრეტაციები - გურიაში გასტრონომიული დღესასწაული გრძელდება

ნამდვილი კულინარიული მოგზაურობა, მივიწყებული ტრადიციული რეცეპტები და ახალი ინტერპრეტაციები - გურიაში გასტრონომიული დღესასწაული გრძელდება

რუსთავი 2

შუამთობა ბეშუმში - ტრადიციების, კულტურისა და ერთიანობის დღესასწაული

შუამთობა ბეშუმში - ტრადიციების, კულტურისა და ერთიანობის დღესასწაული

რუსთავი 2

ბათუმში 10 კილომდე ნარკოტიკი ამოიღეს - დაკავებულია 5 პირი, მათგან ოთხი უცხო ქვეყნის მოქალაქეა

ბათუმში 10 კილომდე ნარკოტიკი ამოიღეს - დაკავებულია 5 პირი, მათგან ოთხი უცხო ქვეყნის მოქალაქეა

რუსთავი 2

ციფრული "მიშა" და ახალი პოლიტიკური ამბიციები - სააკაშვილის უტოპიური განცხადებები განხილვის თემად რჩება

ციფრული "მიშა" და ახალი პოლიტიკური ამბიციები - სააკაშვილის უტოპიური განცხადებები განხილვის თემად რჩება

რუსთავი 2