მთავარი
რუსთავი 2წყარო
  1. მთავარი
  2. რუსთავი 2

რუსთავი 2|rustavi2.ge

"ჩვენი ამოცანაა, 2029 წლისთვის უკვე დასრულდეს პირველი ფაზის სამუშაოები და პირველი გემები მიიღოს ანაკლიის ღრმაწყლოვანმა ნავსადგურმა, სწორი მიმართულებით მივდივართ, მაქსიმალურად დაჩქარდა სამუშაოები", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ანაკლიის პორტის მიმართ ძალიან დიდი ინტერესია, მათ შორის საქართველოს პარტნიორებს შორის.

"ეს არის მათ შორის შუა აზიის ქვეყნები, ეს არის ჩვენი მეზობელი ქვეყნები, ეს არის ახლო აღმოსავლეთის ქვეყნები და ეს არის ასევე ევროპული კომპანიები, ევროპის ქვეყნები, შესაბამისად, ამ პორტს აქვს ძალიან დიდი პერსპექტივა. ჩვენი მიზანია, პირველი ფაზა რაც შეიძლება მალე დავასრულოთ. ჩვენი ამოცანაა, 2029 წლისთვის უკვე დასრულდეს პირველი ფაზის სამუშაოები და პირველი გემები მიიღოს ანაკლიის ღრმაწყლოვანმა ნავსადგურმა და სწორი მიმართულებით მივდივართ. მაქსიმალურად დაჩქარდა სამუშაოები. ჩვენ გვქონდა გარკვეული შეფერხება იმის გამო, რომ გადაიხედა კონტრაქტი და კონტრაქტის ღირებულება შემცირდა დაახლოებით 50 მილიონი დოლარით, რისთვისაც კიდევ ერთხელ მადლობას გადავუხდი ეკონომიკის სამინისტროს და პირადად ეკონომიკის მინისტრს. ახლა უკვე შეუფერხებლად გრძელდება სამუშაოები, რაც გვაძლევს ჩვენ ოპტიმისტური განცხადების გაკეთების საშუალებას, რომ 2029 წლისთვის პორტი მიიღებს პირველ გემებს და ამ პორტში წარმოდგენილი იქნება არაერთი ქვეყნის ინტერესი", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გაზიარება:

რუსთავი 2

წყარო: rustavi2.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

"ასეთ ტრაგედიებსაც კი, საკუთარი ქულების ჩასაწერად იყენებდნენ ე.წ. ნაცაგენტურის წარმომადგენლები" - გურამ მაჭარაშვილი შოვის ტრაგედიაზე

"ასეთ ტრაგედიებსაც კი, საკუთარი ქულების ჩასაწერად იყენებდნენ ე.წ. ნაცაგენტურის წარმომადგენლები" - გურამ მაჭარაშვილი შოვის ტრაგედიაზე

რუსთავი 2

ოდესაში 32 წლის მამაკაცმა ტერიტორიული დაკომპლექტების ცენტრის თანამშრომლებს ცეცხლი გაუხსნა

ოდესაში 32 წლის მამაკაცმა ტერიტორიული დაკომპლექტების ცენტრის თანამშრომლებს ცეცხლი გაუხსნა

რუსთავი 2

სეუტაში ძალოვნებსა და მიგრანტებს შორის შეტაკებები მოხდა

სეუტაში ძალოვნებსა და მიგრანტებს შორის შეტაკებები მოხდა

რუსთავი 2

ეროვნულმა ბანკმა ახალი ანალიტიკური პლატფორმის ფარგლებში შექმნილი ორი ინტერაქტიული ინსტრუმენტი წარადგინა

ეროვნულმა ბანკმა ახალი ანალიტიკური პლატფორმის ფარგლებში შექმნილი ორი ინტერაქტიული ინსტრუმენტი წარადგინა

რუსთავი 2