მთავარი
რუსთავი 2წყარო
  1. მთავარი
  2. რუსთავი 2
  3. "ჰორმუზის სრუტესთან დაკავშირებით შეთანხმების მიღწევის რეალური შესაძლებლობა არსებობს. შეიძლება შეთანხმება გაფორმდეს ირანის ბირთვულ პროგრამაზეც" - დონალდ ტრამპი
"ჰორმუზის სრუტესთან დაკავშირებით შეთანხმების მიღწევის რეალური შესაძლებლობა არსებობს. შეიძლება შეთანხმება გაფორმდეს ირანის ბირთვულ პროგრამაზეც" - დონალდ ტრამპი

"ჰორმუზის სრუტესთან დაკავშირებით შეთანხმების მიღწევის რეალური შესაძლებლობა არსებობს. შეიძლება შეთანხმება გაფორმდეს ირანის ბირთვულ პროგრამაზეც" - დონალდ ტრამპი

რუსთავი 23 აგვისტო, 2026, 12:01|rustavi2.ge

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ირანთან სამშვიდობო მოლაპარაკებების ახალი ეტაპი დააანონსა. პროცესი დღეს დაიწყება. დიპლომატიური ძალისხმევის ხელშეწყობის მიზნით ვაშინგტონმა თეირანზე დაგეგმილი სამხედრო დარტყმებიც გადადო.

მხარეებს შორის განხილვის მთავარი საგანი იქნება ჰორმუზის სრუტის და ირანის ბირთვული პროგრამის საკითხები.

"ჰორმუზის სრუტესთან დაკავშირებით შეთანხმების მიღწევის რეალური შესაძლებლობა არსებობს. შეიძლება შეთანხმება გაფორმდეს ირანის ბირთვულ პროგრამაზეც - უფრო სწორად, იმაზე, რასაც მე ირანის დენუკლეარიზაციას, ანუ ბირთვული შესაძლებლობების სრულ გაუქმებას ვუწოდებ. მსურს, შეთანხმება შედგეს. ეს უამრავ სიცოცხლეს გადაარჩენს და მასშტაბურ განადგურებას აგვაცილებს თავიდან. გულწრფელად რომ ვთქვა, იმ ინფრასტრუქტურის აღდგენას, რომლის განადგურებაც იგეგმებოდა, მრავალი წელი დასჭირდებოდა. ჩვენ ვგეგმავდით ოპერაციას, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე მასშტაბური სამხედრო დარტყმა იქნებოდა და რომელსაც ირანისთვის კატასტროფული შედეგები ექნებოდა. მათ ეს არ სურდათ. თუ არჩევანი შეთანხმებასა და სამხედრო ოპერაციას შორის უნდა გაკეთდეს, მე შეთანხმებას ვამჯობინებ", - აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

გაზიარება:

რუსთავი 2

წყარო: rustavi2.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ტრამპის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 200 სტატია.

  • ტრამპმა ირანთან ახალი მოლაპარაკებები დააანონსაიმედი
  • Axios: ტრამპი უახლოეს დღეებში ირანის ენერგოობიექტებზე თავდასხმას სერიოზულად განიხილავსფორმულა
  • ტრამპის სპეციალური წარმომადგენლები, უიტკოფი და კუშნერი მალე კიევში ჩავლენBM.GE
  • „ჰამასი“ ღაზის სექტორში ეტაპობრივ განიარაღებას დათანხმდა - ტრამპიტვ პირველი
ტრამპის →შეთანხმება →ირანის →

მსგავსი სტატიები

ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ლიცენზიის მფლობელთათვის საინფორმაციო შეხვედრა ქუთაისში გაიმართა

ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ლიცენზიის მფლობელთათვის საინფორმაციო შეხვედრა ქუთაისში გაიმართა

რუსთავი 2

ესპანეთის ცნობით, სეუტაში სულ მცირე 88 ადამიანი დაიღუპა - Euronews

ესპანეთის ცნობით, სეუტაში სულ მცირე 88 ადამიანი დაიღუპა - Euronews

რუსთავი 2

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ინოვაციების მიმართულებით საერთაშორისო აღიარება მოიპოვა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ინოვაციების მიმართულებით საერთაშორისო აღიარება მოიპოვა

რუსთავი 2

ოთარ ანგურიძე: სებ-ის ეკონომიკური მონაცემების პორტალი და ინფლაციის ინტერაქტიულ-ანალიტიკური ანგარიში ზრდის საზოგადოების ინფორმირებულობას

ოთარ ანგურიძე: სებ-ის ეკონომიკური მონაცემების პორტალი და ინფლაციის ინტერაქტიულ-ანალიტიკური ანგარიში ზრდის საზოგადოების ინფორმირებულობას

რუსთავი 2