
საბერძნეთში კვლავ მასშტაბურ ტყის ხანძარს ებრძვიან
რუსთავი 2|rustavi2.ge
საბერძნეთში, ათენის დასავლეთით მასშტაბურ ტყის ხანძარს ებრძვიან. სტიქიის ზონაში ორი სახანძრო შვეულმფრენის შეჯახების შედეგად ეკიპაჟის ორი წევრი - საბერძნეთისა და დანიის მოქალაქეები დაიღუპნენ. მეორე შვეულმფრენის ეკიპაჟის ორი წევრი მსუბუქი დაზიანებებით საავადმყოფოშია გადაყვანილი. სტიქიის ზონაში 500-მდე მეხანძრე მუშაობს.
ცეცხლის სწრაფად გავრცელების გამო, რეგიონიდან 1 000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.
ოფიციალური ინფორმაციით, ხანძარი ქარის გენერატორის გაუმართავმა ელექტროგადამცემმა ხაზმა გამოიწვია. საქმეზე ორი პირია დაკავებული - ინჟინერი და კონტრაქტორი. კომპანიის მფლობელზე კი დაკავების ორდერია გაცემული.
გაზიარება:
რუსთავი 2
წყარო: rustavi2.ge