
სეუტაში ძალოვნებსა და მიგრანტებს შორის შეტაკებები მოხდა | Rustavi2
რუსთავი 2|rustavi2.ge
სეუტაში ძალოვნებს და მიგრანტებს შორის შეტაკებები მოხდა. ჯგუფების დასაშლელად სამართალდამცველებმა ხელკეტები და ფარები გამოიყენეს.
ამ დროისთვის, ესპანეთის ექსკლავში შესული მიგრანტების ნაწილი უკან, მაროკოს საზღვრისკენ სამხედრო ტრანსპორტით გადაჰყავთ.
30 ივლისიდან დღემდე ტერიტორიაზე 50 000-ზე მეტი ადამიანი შევიდა, რომელთაგან 48 000-ზე მეტი მაროკოში უკვე დაბრუნდა. ოფიციალური მონაცემებით, კრიზისის დროს 72 ადამიანი დაიღუპა, ათასზე მეტს კი სამედიცინო დახმარება დასჭირდა.
გაზიარება:
რუსთავი 2
წყარო: rustavi2.ge