მთავარი
რუსთავი 2წყარო
  1. მთავარი
  2. რუსთავი 2
  3. "ასეთ ტრაგედიებსაც კი, საკუთარი ქულების ჩასაწერად იყენებდნენ ე.წ. ნაცაგენტურის წარმომადგენლები" - გურამ მაჭარაშვილი შოვის ტრაგედიაზე
"ასეთ ტრაგედიებსაც კი, საკუთარი ქულების ჩასაწერად იყენებდნენ ე.წ. ნაცაგენტურის წარმომადგენლები" - გურამ მაჭარაშვილი შოვის ტრაგედიაზე

"ასეთ ტრაგედიებსაც კი, საკუთარი ქულების ჩასაწერად იყენებდნენ ე.წ. ნაცაგენტურის წარმომადგენლები" - გურამ მაჭარაშვილი შოვის ტრაგედიაზე

რუსთავი 23 აგვისტო, 2026, 12:28|rustavi2.ge

შოვის ტრაგედია და არაერთი დეზინფორმაცია ხელისუფლების დისკრედიტაციის მიზნით - "ქართულ ოცნებაში" ოპოზიციის, მათი მხარდამჭერების და გარკვეული მედიასაშუალებების მხრიდან შოვში განვითარებულ მოვლენებზე გავრცელებულ არასწორ ინფორმაციას იხსენებენ.

3 წლის წინ, მმართველი გუნდის ოპონენტები ამტკიცებდნენ, რომ სტიქია წყლის დაგუბებამ და მდინარის ჩახერგვამ გამოიწვია, რომელსაც ხელისუფლებამ ყურადღება არ მიაქცია, თუმცა საბოლოოდ შვეიცარიელი ექსპერტების დასკვნამ სპეკულაციებს წერტილი დაუსვა.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრების შეფასებით, ოპონენტების ტყუილი საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფის ანალიზით დადასტურდა, რომლებმაც თქვეს, რომ შოვში სტიქიური მოვლენების წინასწარ განსაზღვრა შეუძლებელი იყო და კურორტზე მასშტაბური კატასტროფა სტიქიური, გეოლოგიური და ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენების თანხვედრამ გამოიწვია.

"ხალხის ძალის" წევრის გურამ მაჭარაშვილის შეფასებით, "ნაცაგენტურის" წარმომადგენლები მსგავს ტრაგედიებსაც საკუთარი ქულების ჩასაწერად იყენებდნენ.

"რა თქმა უნდა, ძნელად გასახსენებელია ის მოვლენები, რაც მოხდა შოვში 3 წლის წინ. ძალიან კარგად გვახსოვს ის მომენტებიც, როდესაც იყო მობილიზება გამოცხადებული მთელ ქვეყანაში და, სამწუხაროდ, ასევე, გვახსოვს, რომ ასეთ ტრაგედიებსაც კი, საკუთარი ქულების ჩასაწერად იყენებდნენ ე.წ. ნაცაგენტურის წარმომადგენლები თავისი ფილიალებით, დამწკრივდებოდნენ, ვითომ ექსპერტებს მოიწვევდნენ და აღმოჩნდა, რომ ეს იყო დეზინფორმაცია. უცხოელების დასკვნით, ის, რასაც ავრცელებდნენ დეზინფორმაციას, აღმოჩნდა ტყუილი. ეს ტრაგედია ძნელად გასახსენებელია, ამავდროულად, უწყებებმა მიიღეს ის პრევენცია, რა პრევენციაც შეიძლება ასეთი ტრაგედიების თავიდან ასაცილებლად შეიძლება ჰქონდეს", - აღნიშნა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალა" თავმჯდომარის მოადგილემ გურამ მაჭარაშვილმა.

გაზიარება:

რუსთავი 2

წყარო: rustavi2.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ესპანეთის ცნობით, სეუტაში სულ მცირე 88 ადამიანი დაიღუპა - Euronews

ესპანეთის ცნობით, სეუტაში სულ მცირე 88 ადამიანი დაიღუპა - Euronews

რუსთავი 2

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ინოვაციების მიმართულებით საერთაშორისო აღიარება მოიპოვა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ინოვაციების მიმართულებით საერთაშორისო აღიარება მოიპოვა

რუსთავი 2

ოთარ ანგურიძე: სებ-ის ეკონომიკური მონაცემების პორტალი და ინფლაციის ინტერაქტიულ-ანალიტიკური ანგარიში ზრდის საზოგადოების ინფორმირებულობას

ოთარ ანგურიძე: სებ-ის ეკონომიკური მონაცემების პორტალი და ინფლაციის ინტერაქტიულ-ანალიტიკური ანგარიში ზრდის საზოგადოების ინფორმირებულობას

რუსთავი 2

ბაჩო ოდიშარია: სიშლეგისა და უვიცობის მორიგი დემონსტრირებისას სააკაშვილს განუცხადებია, ოდისევსი ვარ, საქართველო პენელოპეო. მას "ოდისეა" რომ წაკითხული ჰქონდეს, საკუთარ თავს ანტინოოსში დაინახავდა, რომელიც ჰომეროსს ზნეობრივი დაცემის სიმბოლოდ ჰყავს გამოყვანილი