მთავარი
რუსთავი 2წყარო
  1. მთავარი
  2. რუსთავი 2
  3. მაინტერესებს ჰერჩინსკის პასუხი, რომელს დაუჯეროს "ნაცმოძრაობის" ამომრჩეველმა,სააკაშვილ ორიგინალს თუ ავატარ სააკაშვილს - გურამ მაჭარაშვილი
მაინტერესებს ჰერჩინსკის პასუხი, რომელს დაუჯეროს "ნაცმოძრაობის" ამომრჩეველმა,სააკაშვილ ორიგინალს თუ ავატარ სააკაშვილს - გურამ მაჭარაშვილი

მაინტერესებს ჰერჩინსკის პასუხი, რომელს დაუჯეროს "ნაცმოძრაობის" ამომრჩეველმა,სააკაშვილ ორიგინალს თუ ავატარ სააკაშვილს - გურამ მაჭარაშვილი

რუსთავი 23 აგვისტო, 2026, 12:38|rustavi2.ge

"ნაციონალურ მოძრაობაში" დაპირისპირება ახალ ეტაპზე გადავიდა. ბოიკოტში მყოფი თინა ბოკუჩავა მიხეილ სააკაშვილს და პეტრე ცისკარიშვილს პარტიის მიტაცების მცდელობაში ადანაშაულებს. მოქმედმა თავმჯდომარემ პოლიტსაბჭოს სხდომა არალეგიტიმურად, ხელმოწერები გაყალბებულად, შემაჯამებელი ოქმი კი გადამალულად გამოაცხადა.

ბოკუჩავა, რომელსაც უკვე მთელი გუნდი აუჯანყდა, ამტკიცებს, რომ პეტრე ცისკარიშვილმა, მიხეილ სააკაშვილის ბრძანებით - პარტიის წესდებას გვერდი აუარა და პოლიტსაბჭოს სხდომა კანონდარღვევით ჩაატარა, რაც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს 5 აგვისტოს ყრილობის ლეგიტიმაციასაც.

პარალელურად, მიხეილ სააკაშვილი დაშლილ ოპოზიციურ ალიანსს აკრიტიკებს და აცხადებს, რომ საკუთარ წარუმატებლობას მას აბრალებენ.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალის" თავმჯდომარის მოადგილის, გურამ მაჭარაშვილის თქმით, სააკაშვილის ლანძღვა მის მიერ წინ წამოწეული ადამიანების მხრიდან არის ის, რაც ყოველთვის ელის აგენტურას.

"სააკაშვილი, რომელსაც ყოველთვის ჰქონდა ასეთი განდიდების მანია, ყველა ადიდებდა ვინც დღეს მას ლანძღავს. ერთგვარად შეიძლება გასაგებიც იყოს სააკაშვილისთვის ის წყენა, როდესაც ის ადამიანები, ვინც თვითონ წამოწია, ახლა მას დაუპირისპირდნენ, მაგრამ ეს არის ის რეალობა, რაც ყოველთვის ელის იმ აგენტურას, რომელსაც შექმნი. როდესაც ის თავს ხან დავით აღმაშენებელს ადარებს, ხან ნელსონ მანდელას, ახლა უკვე ილია ჭავჭავაძეს, იმპერატორებს და ა.შ. შეგვიძლია ჩვენ შევთანხმდეთ და ვუთხრათ სააკაშვილს, რომ ის არის ფარაონი, რომელიც ითავსებს რელიგიურ და სახელმწიფოებრივ თვისებებს, რომ საერთოდ აღარ ჰქონდეს ეჭვი საერთოდ არაფერზე და არასდროს, მით უფრო, როდესაც მან შექმნა თავისი ასლი და როგორც თვითონ ამბობს, დაიარება ეს ასლი საქართველოს ქუჩებში. საკუთარი პარტიის წევრებიც კი დაუპირისპირდნენ და დასცინიან ამ ადამიანს. მაინტერესებს, ხომ არ აქვს ჩანიშნული თვითონ ჰერჩინსკის სააკაშვილთან, რომელი ორიგინალი სააკაშვილი იძინებს და მერე მისი ავატარი იღვიძებს, რა გამოცდილება ექნება და ვის რას ეტყვის, რომ გადადგესო, კაცმა არ იცის. მაინტერესებს ჰერჩინსკის პასუხი, რომელს დაუჯეროს "ნაცმოძრაობის" ამომრჩეველმა - სააკაშვილ ორიგინალს თუ ავატარ სააკაშვილს", - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

გაზიარება:

რუსთავი 2

წყარო: rustavi2.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ლიცენზიის მფლობელთათვის საინფორმაციო შეხვედრა ქუთაისში გაიმართა

ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ლიცენზიის მფლობელთათვის საინფორმაციო შეხვედრა ქუთაისში გაიმართა

რუსთავი 2

ესპანეთის ცნობით, სეუტაში სულ მცირე 88 ადამიანი დაიღუპა - Euronews

ესპანეთის ცნობით, სეუტაში სულ მცირე 88 ადამიანი დაიღუპა - Euronews

რუსთავი 2

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ინოვაციების მიმართულებით საერთაშორისო აღიარება მოიპოვა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ინოვაციების მიმართულებით საერთაშორისო აღიარება მოიპოვა

რუსთავი 2

ოთარ ანგურიძე: სებ-ის ეკონომიკური მონაცემების პორტალი და ინფლაციის ინტერაქტიულ-ანალიტიკური ანგარიში ზრდის საზოგადოების ინფორმირებულობას

ოთარ ანგურიძე: სებ-ის ეკონომიკური მონაცემების პორტალი და ინფლაციის ინტერაქტიულ-ანალიტიკური ანგარიში ზრდის საზოგადოების ინფორმირებულობას

რუსთავი 2