მთავარი
რუსთავი 2წყარო
  1. მთავარი
  2. რუსთავი 2
  3. საინფორმაციო პორტალს - www.ekalata.gov.ge პირველადი მოხმარების არასასურსათო პროდუქტები დაემატა
საინფორმაციო პორტალს - www.ekalata.gov.ge პირველადი მოხმარების არასასურსათო პროდუქტები დაემატა

საინფორმაციო პორტალს - www.ekalata.gov.ge პირველადი მოხმარების არასასურსათო პროდუქტები დაემატა

რუსთავი 23 აგვისტო, 2026, 12:39|rustavi2.ge

საქართველოს მთავრობის ინიციატივით შექმნილ საინფორმაციო პორტალზე - www.ekalata.gov.ge მომხმარებლებისთვის ახალი ფუნქციონალი ამოქმედდა. 13 საბაზისო სასურსათო პროდუქტთან ერთად, ვებ-გვერდზე ხელმისაწვდომი გახდა 10 საბაზისო პირველადი მოხმარების არასასურსათო პროდუქტის ფასებიც, რაც მომხმარებლებს ყოველდღიური მოხმარების პროდუქციის უფრო ფართო სპექტრზე ფასების შედარებისა და საუკეთესო შეთავაზებების მოძიების შესაძლებლობას აძლევს.

არასასურსათო პროდუქტების კატეგორია მოიცავს პირადი ჰიგიენისა და საყოფაცხოვრებო დანიშნულების 10 პროდუქტს, მათ შორის: კბილის პასტას, ხელის თხევად და მყარ საპონს, შამპუნს, ჭურჭლის სარეცხ სითხეს, სუფრის ხელსახოცს და სხვა პირველადი მოხმარების პროდუქტებს.

3 აგვისტოს, 12:00 საათის მდგომარეობით, პორტალზე განთავსებული მონაცემების მიხედვით, 13 საბაზისო სასურსათო პროდუქტის ყველაზე დაბალი ჯამური ღირებულება 37.65 ლარს შეადგენს, ხოლო 10 საბაზისო პირველადი მოხმარების არასასურსათო პროდუქტის ყველაზე დაბალი ჯამური ღირებულება 38.16 ლარია.

ამ დროისთვის www.ekalata.gov.ge-ზე 13 უმსხვილესი სავაჭრო ქსელის 477 საუკეთესო შეთავაზებაა წარმოდგენილი.

www.ekalata.gov.ge საქართველოს მთავრობის ინიციატივისა და პარლამენტის სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი დროებითი კომისიის მიერ შემუშავებული მოკლევადიანი სტრატეგიის ფარგლებში შეიქმნა. პლატფორმის მიზანია მომხმარებლისთვის საბაზისო სასურსათო პროდუქტებზე არსებული საუკეთესო შეთავაზებების შესახებ ინფორმაციის ერთ სივრცეში თავმოყრა, ინფორმირებული არჩევანის ხელშეწყობა და FMCG სექტორში კონკურენტული გარემოს კიდევ უფრო გაძლიერება.

საინფორმაციო პორტალი მიმდინარე წლის ივნისის ბოლოს ამოქმედდა. გასული პერიოდის განმავლობაში საბაზისო სასურსათო პროდუქტების ყველაზე დაბალი ჯამური ღირებულება 15%-ით შემცირდა, ხოლო ვებ-გვერდით ათასობით მომხმარებელმა ისარგებლა.

პორტალზე ინფორმაცია სავაჭრო ქსელების მიერ მოწოდებული მონაცემების საფუძველზე რეგულარულად ახლდება.

გაზიარება:

რუსთავი 2

წყარო: rustavi2.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ლიცენზიის მფლობელთათვის საინფორმაციო შეხვედრა ქუთაისში გაიმართა

ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ლიცენზიის მფლობელთათვის საინფორმაციო შეხვედრა ქუთაისში გაიმართა

რუსთავი 2

ესპანეთის ცნობით, სეუტაში სულ მცირე 88 ადამიანი დაიღუპა - Euronews

ესპანეთის ცნობით, სეუტაში სულ მცირე 88 ადამიანი დაიღუპა - Euronews

რუსთავი 2

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ინოვაციების მიმართულებით საერთაშორისო აღიარება მოიპოვა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ინოვაციების მიმართულებით საერთაშორისო აღიარება მოიპოვა

რუსთავი 2

ოთარ ანგურიძე: სებ-ის ეკონომიკური მონაცემების პორტალი და ინფლაციის ინტერაქტიულ-ანალიტიკური ანგარიში ზრდის საზოგადოების ინფორმირებულობას

ოთარ ანგურიძე: სებ-ის ეკონომიკური მონაცემების პორტალი და ინფლაციის ინტერაქტიულ-ანალიტიკური ანგარიში ზრდის საზოგადოების ინფორმირებულობას

რუსთავი 2