მთავარი
რუსთავი 2წყარო
  1. მთავარი
  2. რუსთავი 2
  3. გლდანის რაიონში სპორტული მოედნების რეაბილიტაცია აქტიურად ხორციელდება
გლდანის რაიონში სპორტული მოედნების რეაბილიტაცია აქტიურად ხორციელდება

გლდანის რაიონში სპორტული მოედნების რეაბილიტაცია აქტიურად ხორციელდება

რუსთავი 23 აგვისტო, 2026, 12:57|rustavi2.ge

ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობის მიზნით, გლდანის რაიონის გამგეობა სპორტული სივრცეების მოწყობა-რეაბილიტაციას აგრძელებს.

ამ დროისთვის, მოეწყო ორი ახალი სპორტული მოედანი, ხოლო ცხრას - რეაბილიტაცია ჩაუტარდა.

მათ შორის, ახალი სტადიონი მოეწყო მუხიანის IVბ მიკრორაიონის N29 კორპუსთან, სადაც მანამდე არსებული ამორტიზებული სპორტული მოედნის სრული დემონტაჟი განხორციელდა. ადგილზე მოეწყო ბეტონის ახალი საფარი, დამონტაჟდა განათების ქსელი, დაიგო ხელოვნური ბალახის საფარი და განთავსდა ლითონის ბადეები და კალათბურთის ფარი. აღნიშნული მოედნის რეაბილიტაციისთვის 143 400 ლარამდე დაიხარჯა.

სპორტული მოედნების მოწყობა-რეაბილიტაციისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 524 000 ლარი დაიხარჯა.

დასრულებული სპორტული მოედნის პროექტს გლდანის რაიონის გამგებელი ბესიკ კალაძე, საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ცოტნე ჩიქვინიძესთან ერთად გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.

გაზიარება:

რუსთავი 2

წყარო: rustavi2.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ლიცენზიის მფლობელთათვის საინფორმაციო შეხვედრა ქუთაისში გაიმართა

ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ლიცენზიის მფლობელთათვის საინფორმაციო შეხვედრა ქუთაისში გაიმართა

რუსთავი 2

ესპანეთის ცნობით, სეუტაში სულ მცირე 88 ადამიანი დაიღუპა - Euronews

ესპანეთის ცნობით, სეუტაში სულ მცირე 88 ადამიანი დაიღუპა - Euronews

რუსთავი 2

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ინოვაციების მიმართულებით საერთაშორისო აღიარება მოიპოვა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ინოვაციების მიმართულებით საერთაშორისო აღიარება მოიპოვა

რუსთავი 2

ოთარ ანგურიძე: სებ-ის ეკონომიკური მონაცემების პორტალი და ინფლაციის ინტერაქტიულ-ანალიტიკური ანგარიში ზრდის საზოგადოების ინფორმირებულობას

ოთარ ანგურიძე: სებ-ის ეკონომიკური მონაცემების პორტალი და ინფლაციის ინტერაქტიულ-ანალიტიკური ანგარიში ზრდის საზოგადოების ინფორმირებულობას

რუსთავი 2