მთავარი
რუსთავი 2წყარო
  1. მთავარი
  2. რუსთავი 2
  3. დავით რუსია: სებ-ის ეკონომიკური მონაცემების ახალი პორტალის მიზანია ინფორმაციაზე წვდომისა და ანალიზის სისწორის გამარტივება
დავით რუსია: სებ-ის ეკონომიკური მონაცემების ახალი პორტალის მიზანია ინფორმაციაზე წვდომისა და ანალიზის სისწორის გამარტივება

დავით რუსია: სებ-ის ეკონომიკური მონაცემების ახალი პორტალის მიზანია ინფორმაციაზე წვდომისა და ანალიზის სისწორის გამარტივება

რუსთავი 23 აგვისტო, 2026, 13:14|rustavi2.ge

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ახალი ანალიტიკური პლატფორმის ფარგლებში შექმნილი ორი ინტერაქტიული ინსტრუმენტი - ეკონომიკური მონაცემების პორტალი და ინფლაციის ინტერაქტიულ-ანალიტიკური ანგარიში წარადგინა.საქართველოს საბანკო ასოციაციის ანალიტიკური დირექტორის, დავით რუსიას შეფასებით, ეროვნული ბანკის ახალი პორტალი მნიშვნელოვნად გაამარტივებს ეკონომიკური მონაცემების მოძიებასა და ანალიზს როგორც სპეციალისტებისთვის, ისე სტუდენტებისა და მკვლევრებისთვის.

მისი თქმით, პლატფორმა მომხმარებლებს სწრაფ წვდომას მისცემს სანდო და ამომწურავ ინფორმაციაზე, რომლის მოძიებასაც ადრე გაცილებით მეტი დრო სჭირდებოდა. რუსიას შეფასებით, პორტალი საინტერესო შესაძლებლობას ქმნის ადგილობრივი და უცხოელი ინვესტორებისთვისაც, რადგან ისინი ეკონომიკურ მონაცემებს პირველწყაროდან - ეროვნული ბანკის ვებგვერდიდან მიიღებენ."საქართველოს ეროვნულმა ბანკმა უკვე ამ თვეში მეორე დიდი შესაძლებლობა წარმოგვიდგინა ეკონომიკის სფეროთი დაინტერესებულ პირებს, ანალიტიკოსებს და სტუდენტებს. მათ პორტალი შესაძლებლობას მისცემს მოკლე დროში, სწრაფად და ამავდროულად დინამიურად მიიღონ დიდი მოცულობის ინფორმაცია, რომელთა მოძიება დაახლოებით 5-10 წლის წინ თვეზე მეტი დროსჭირვებოდა. ეს უპირველ ყოვლისა გაადვილებს ინფორმაციაზე წვდომას და ანალიზის სიზუსტეს. ეროვნულ ბანკის საიტზე მოცემული ინფორმაცია ხელმისაწვდომი იქნება არა მარტო საქართველოს მოქალაქეებისთვის არამედ ნებისმიერი ქვეყნის დაინტერესებული პირისა და ინვესტორისთვის", - აღნიშნა დავით რუსიამ.

გაზიარება:

რუსთავი 2

წყარო: rustavi2.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

დეკანოზ დავით გეგეშიძის თქმით, შოვში, სტიქიის ზონაში მამათა მონასტერი აშენდება

დეკანოზ დავით გეგეშიძის თქმით, შოვში, სტიქიის ზონაში მამათა მონასტერი აშენდება

რუსთავი 2

ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ლიცენზიის მფლობელთათვის საინფორმაციო შეხვედრა ქუთაისში გაიმართა

ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ლიცენზიის მფლობელთათვის საინფორმაციო შეხვედრა ქუთაისში გაიმართა

რუსთავი 2

ესპანეთის ცნობით, სეუტაში სულ მცირე 88 ადამიანი დაიღუპა - Euronews

ესპანეთის ცნობით, სეუტაში სულ მცირე 88 ადამიანი დაიღუპა - Euronews

რუსთავი 2

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ინოვაციების მიმართულებით საერთაშორისო აღიარება მოიპოვა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ინოვაციების მიმართულებით საერთაშორისო აღიარება მოიპოვა

რუსთავი 2