მთავარი
რუსთავი 2წყარო
  1. მთავარი
  2. რუსთავი 2

რუსთავი 2|rustavi2.ge

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ახალი ანალიტიკური პლატფორმის ფარგლებში შექმნილი ორი ინტერაქტიული ინსტრუმენტი - ეკონომიკური მონაცემების პორტალი და ინფლაციის ინტერაქტიულ-ანალიტიკური ანგარიში წარადგინა.

საქართველოს ბანკის ხაზინის უფროსის, კახაბერ დავითაიას შეფასებით, ეროვნული ბანკის ახალი პლატფორმა მომხმარებლებს უკვე დამუშავებულ მონაცემებს სთავაზობს, რაც ინფორმაციის გამოყენებასა და ანალიზს მნიშვნელოვნად ამარტივებს.

მისი თქმით, პლატფორმა საშუალებას იძლევა მონაცემები მარტივად იქნეს წარმოდგენილი გრაფიკების სახით, მათ შორის ისტორიულ ჭრილშიც. დავითაია მიიჩნევს, რომ ეს ეკონომიკური მონაცემების ანალიზისთვის მეტად პრაქტიკული და სასარგებლო ინსტრუმენტია.

"ძალიან საინტერესო და სასარგებლო პლატფორმა არის ნამდვილად - ადრე მსგავს ინფორმაციას ჩვენ ვიღებდით ეროვნული ბანკის სტატისტიკური ინფორმაციის ვებგვერდიდან და გვიწევდა ამ ინფორმაციის დამუშავება. ახლა, ამ ახალ პლატფორმაზე უკვე გამზადებულია დამუშავებული ინფორმაცია და შეგვიძლია გრაფიკების სახით ამოვიღოთ, როგორც ისტორია, ასევე სხვადასხვა ჭრილში", - განაცხადა საქართველოს ხაზინის უფროსმა კახაბერ დავითაიამ.

გაზიარება:

რუსთავი 2

წყარო: rustavi2.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

დეკანოზ დავით გეგეშიძის თქმით, შოვში, სტიქიის ზონაში მამათა მონასტერი აშენდება

დეკანოზ დავით გეგეშიძის თქმით, შოვში, სტიქიის ზონაში მამათა მონასტერი აშენდება

რუსთავი 2

ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ლიცენზიის მფლობელთათვის საინფორმაციო შეხვედრა ქუთაისში გაიმართა

ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ლიცენზიის მფლობელთათვის საინფორმაციო შეხვედრა ქუთაისში გაიმართა

რუსთავი 2

ესპანეთის ცნობით, სეუტაში სულ მცირე 88 ადამიანი დაიღუპა - Euronews

ესპანეთის ცნობით, სეუტაში სულ მცირე 88 ადამიანი დაიღუპა - Euronews

რუსთავი 2

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ინოვაციების მიმართულებით საერთაშორისო აღიარება მოიპოვა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ინოვაციების მიმართულებით საერთაშორისო აღიარება მოიპოვა

რუსთავი 2