მთავარი
რუსთავი 2წყარო
  1. მთავარი
  2. რუსთავი 2
  3. ბაჩო ოდიშარია: სიშლეგისა და უვიცობის მორიგი დემონსტრირებისას სააკაშვილს განუცხადებია, ოდისევსი ვარ, საქართველო პენელოპეო. მას "ოდისეა" რომ წაკითხული ჰქონდეს, საკუთარ თავს ანტინოოსში დაინახავდა, რომელიც ჰომეროსს ზნეობრივი დაცემის სიმბოლოდ ჰყავს გამოყვანილი
ბაჩო ოდიშარია: სიშლეგისა და უვიცობის მორიგი დემონსტრირებისას სააკაშვილს განუცხადებია, ოდისევსი ვარ, საქართველო პენელოპეო. მას "ოდისეა" რომ წაკითხული ჰქონდეს, საკუთარ თავს ანტინოოსში დაინახავდა, რომელიც ჰომეროსს ზნეობრივი დაცემის სიმბოლოდ ჰყავს გამოყვანილი

რუსთავი 23 აგვისტო, 2026, 13:32|rustavi2.ge

"თუ "ოდისეადან" სააკაშვილთან ვინმეს დაპარალელება შეიძლება, ეს სწორედ ანტინოოსია - ტირანი, რომელიც ითაკას აცარიელებდა, ძალადობდა, სხვებს განადგურებით ემუქრებოდა და რომლის დანაშაულებრივი თავგასულობაც საბოლოოდ სამართლიანობისა და გარდაუვალი განაჩენის აღსრულებით დასრულდა", - წერს კინომცოდნე ბაჩო ოდიშარია სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, სააკაშვილს "ოდისეა" რომ წაკითხული ჰქონდეს, საკუთარ თავს, ანტინოოსში დაინახავდა და არა ოდისევსში. ოდიშარია ,,მიშას და მის სხვა ნაცლიბერალ მხევლებს” ურჩევს, რომ თავიანთი "კარის მჯღაბნელების", მაგალითად, ლაშა ბუღაძის ციტატები წერონ და მათთან მისადავებელიც არაფერი იქნება.

"საკუთარი სიშლეგისა და უვიცობის მორიგი დემონსტრირებისას სააკაშვილს განუცხადებია, მე ოდისევსი ვარ, საქართველო კი პენელოპეა, რომელიც ქმარს ოცი წელი ერთგულად ელოდებოდაო. მიშას "ოდისეა" რომ წაკითხული ჰქონდეს, საკუთარ თავს, რა თქმა უნდა, ანტინოოსში დაინახავდა - კაცში, რომელიც ითაკას სამეფო სასახლეს მიიტაცებს და ძარცვავს, რომელიც სიხარბის განსახიერებაა: ყოველდღიურად კლავს ოდისევსის საქონელს, სვამს მის ღვინოს, ითვისებს ითაკას რესურსებს და სჯერა, რომ ეს ყველაფერი კანონიერად ეკუთვნის. ჰომეროსს ანტინოოსი ზნეობრივი დაცემის სიმბოლოდ ჰყავს გამოყვანილი. ის არა მხოლოდ ფსიქოლოგიურად ძალადობს პენელოპეზე, არამედ სრულიად არის პასუხისმგებელია იმ სექსუალურ ძალადობასა და ექსპლუატაციაზე, რასაც ის და მისი ჯგუფი სასახლის მხევლებსა და მსახურ ქალებზე ახორციელებენ. რეალობის შეგრძნებადაკარგულსა და საკუთარ დაუსჯელობაში დარწმუნებულ ანტინოოსს მაშინაც კი დაცინვით უჭირავს ჭიქა და სმას განაგრძობს, როცა ოდისევსი მშვილდს მომართავს. მოკლედ, თუ "ოდისეადან" სააკაშვილთან ვინმეს დაპარალელება შეიძლება, ეს სწორედ ანტინოოსია - ტირანი, რომელიც ითაკას აცარიელებდა, ძალადობდა, სხვებს განადგურებით ემუქრებოდა და რომლის დანაშაულებრივი თავგასულობაც საბოლოოდ სამართლიანობისა და გარდაუვალი განაჩენის აღსრულებით დასრულდა. ხოდა, მიშა და მისი სხვა ნაცლიბერალი მხევლები, გაეშვით ჰომეროსს და, ზოგადად, დიდ ტექსტებს, რომლებთანაც არაფერი გესაქმებათ. აციტირეთ ხოლმე თქვენი კარის მჯღაბნელები, მაგალითად - ლაშა ბუღაძე, და მოსადავებელიც არაფერი იქნება", - წერს ოდიშარია.

გაზიარება:

რუსთავი 2

წყარო: rustavi2.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ლიცენზიის მფლობელთათვის საინფორმაციო შეხვედრა ქუთაისში გაიმართა

ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ლიცენზიის მფლობელთათვის საინფორმაციო შეხვედრა ქუთაისში გაიმართა

რუსთავი 2

ესპანეთის ცნობით, სეუტაში სულ მცირე 88 ადამიანი დაიღუპა - Euronews

ესპანეთის ცნობით, სეუტაში სულ მცირე 88 ადამიანი დაიღუპა - Euronews

რუსთავი 2

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ინოვაციების მიმართულებით საერთაშორისო აღიარება მოიპოვა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ინოვაციების მიმართულებით საერთაშორისო აღიარება მოიპოვა

რუსთავი 2

ოთარ ანგურიძე: სებ-ის ეკონომიკური მონაცემების პორტალი და ინფლაციის ინტერაქტიულ-ანალიტიკური ანგარიში ზრდის საზოგადოების ინფორმირებულობას

ოთარ ანგურიძე: სებ-ის ეკონომიკური მონაცემების პორტალი და ინფლაციის ინტერაქტიულ-ანალიტიკური ანგარიში ზრდის საზოგადოების ინფორმირებულობას

რუსთავი 2