მთავარი
რუსთავი 2წყარო
  1. მთავარი
  2. რუსთავი 2
  3. ოთარ ანგურიძე: სებ-ის ეკონომიკური მონაცემების პორტალი და ინფლაციის ინტერაქტიულ-ანალიტიკური ანგარიში ზრდის საზოგადოების ინფორმირებულობას
ოთარ ანგურიძე: სებ-ის ეკონომიკური მონაცემების პორტალი და ინფლაციის ინტერაქტიულ-ანალიტიკური ანგარიში ზრდის საზოგადოების ინფორმირებულობას

ოთარ ანგურიძე: სებ-ის ეკონომიკური მონაცემების პორტალი და ინფლაციის ინტერაქტიულ-ანალიტიკური ანგარიში ზრდის საზოგადოების ინფორმირებულობას

რუსთავი 23 აგვისტო, 2026, 13:33|rustavi2.ge

საქართველოს ეროვნული ბანკის ეკონომიკური მონაცემების პორტალის და ინფლაციის ინტერაქტიულ-ანალიტიკური ანგარიშის ფორმით მონაცემების მიწოდება ამარტივებს ინფორმაციის დამუშავებას, ამის შესახებ ეკონომისტი ოთარ ანგურიძემ სებ-ის ახალი ანალიტიკური პლატფორმის პრეზენტაციაზე განაცხადა. ეკონომისტი მიიჩნევს, რომ მსგავსი პორტალები მნიშვნელოვან მხარდაჭერას გაუწევს როგორც პროფესიონალებს, ისე აკადემიური წრეების წარმომადგენლებს, რადგან მონაცემების დამუშავებისა და შემდგომი ანალიზის გაამარტივების შესაძლებლობას იძლევა. მისი შეფასებით, სისტემატიზებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობა ამცირებს მონაცემების დამუშავებისას შეცდომების რისკს და აუმჯობესებს ანალიტიკური მასალების ხარისხს. ანგურიძის თქმით, რაც უფრო სრულყოფილი იქნება ინფორმაციის მიწოდება, მით უფრო გაიზრდება საზოგადოების ინფორმირებულობა და მომზადებული ანალიტიკური მასალების ხარისხიც.

"ასეთი ტიპის პორტალები ძალზე მნიშვნელოვანია პროფესიონალებისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლებისთვის. მსგავსი ტიპის დამუშავებული ინფორმაციის მიწოდება საგრძნობლად ამარტივებს უკვე შემდგომ ამ ინფორმაციის კიდევ უფრო მეტად დამუშავებას და დახვეწას. რაც მთავარია, ეს სიახლე მონაცემების დამუშავებისას გამორიცხავს შეცდომებს და ზრდის საზოგადოების ინფორმირებულობის დონეს", - განაცხადა ეკონომისტმა, ოთარ ანგურიძემ. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ახალი ანალიტიკური პლატფორმის ფარგლებში შექმნილი ორი ინტერაქტიული ინსტრუმენტი - ეკონომიკური მონაცემების პორტალი და ინფლაციის ინტერაქტიულ-ანალიტიკური ანგარიში წარადგინა.

გაზიარება:

რუსთავი 2

წყარო: rustavi2.ge

ორიგინალი სტატია

თემა: საზოგადოების

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 67 სტატია.

  • საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო: ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტმა მიზანმიმართულად გაავრცელა ცრუ ინფორმაცია, თითქოს გემი TARYN EVE სანქცირებულია, რაც საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზანმიმართულ მცდელობას წარმოადგენსიმედი
  • საქართველოში დაიკარგა ტაილანდელი იუთუბერი: ოჯახი საზოგადოებას დახმარებას სთხოვსფორმულა
  • "ასეთი თემები უფრო "გულს ფხანს" საზოგადოებას"|ვის სჭირდებოდა უცხოელების დასაქმების გამკაცრება?BM.GE
  • HRW: "ოცნების" ახალი კანონები დამოუკიდებელ სამოქალაქო საზოგადოებას ანადგურებსტვ პირველი
საზოგადოების →

მსგავსი სტატიები

ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ლიცენზიის მფლობელთათვის საინფორმაციო შეხვედრა ქუთაისში გაიმართა

ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ლიცენზიის მფლობელთათვის საინფორმაციო შეხვედრა ქუთაისში გაიმართა

რუსთავი 2

ესპანეთის ცნობით, სეუტაში სულ მცირე 88 ადამიანი დაიღუპა - Euronews

ესპანეთის ცნობით, სეუტაში სულ მცირე 88 ადამიანი დაიღუპა - Euronews

რუსთავი 2

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ინოვაციების მიმართულებით საერთაშორისო აღიარება მოიპოვა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ინოვაციების მიმართულებით საერთაშორისო აღიარება მოიპოვა

რუსთავი 2

ბაჩო ოდიშარია: სიშლეგისა და უვიცობის მორიგი დემონსტრირებისას სააკაშვილს განუცხადებია, ოდისევსი ვარ, საქართველო პენელოპეო. მას "ოდისეა" რომ წაკითხული ჰქონდეს, საკუთარ თავს ანტინოოსში დაინახავდა, რომელიც ჰომეროსს ზნეობრივი დაცემის სიმბოლოდ ჰყავს გამოყვანილი