მთავარი
რუსთავი 2წყარო
  1. მთავარი
  2. რუსთავი 2
  3. ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ლიცენზიის მფლობელთათვის საინფორმაციო შეხვედრა ქუთაისში გაიმართა
ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ლიცენზიის მფლობელთათვის საინფორმაციო შეხვედრა ქუთაისში გაიმართა

ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ლიცენზიის მფლობელთათვის საინფორმაციო შეხვედრა ქუთაისში გაიმართა

რუსთავი 23 აგვისტო, 2026, 14:06|rustavi2.ge

ქუთაისში ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ლიცენზიის მფლობელთათვის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტო აგრძელებს რეგიონულ საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრებს ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ავტორიზებულ პირებთან რადიაციული უსაფრთხოების საკითხებზე.

ქუთაისში გამართულ შეხვედრას სამედიცინო სფეროს 120-ზე მეტი წარმომადგენელი დაესწრო. სააგენტოს სპეციალისტებმა და მოწვეულმა ექსპერტებმა მონაწილეებს დეტალურად გააცნეს რადიაციული უსაფრთხოების ეროვნული კანონმდებლობის მოთხოვნები, საერთაშორისო სტანდარტები, სამედიცინო დასხივების ოპტიმიზაციის პრინციპები, ასევე პერსონალისა და პაციენტების რადიაციული დაცვის საკითხები. შეხვედრა ინტერაქტიულ ფორმატში წარიმართა, რომლის ფარგლებშიც მონაწილეთა დასმულ შეკითხვებს ამომწურავი პასუხები გაეცა.

სააგენტო აგრძელებს თანამშრომლობას სამედიცინო სექტორის წარმომადგენლებთან, რათა ხელი შეუწყოს რადიაციული უსაფრთხოების კულტურის გაძლიერებასა და უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების დანერგვას.

შეხვედრას უძღვებოდნენ ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს ავტორიზაციის დეპარტამენტის უფროსი ნინო ესვანჯია, ინსპექტირებისა და რეაგირების დეპარტამენტის უფროსი გიორგი დეკანოიძე, ასევე მოწვეული ექსპერტები - მედიცინის აკადემიური დოქტორი გელა არაბიძე და საქართველოს რადიაციული უსაფრთხოების ასოციაციის დირექტორი ირაკლი თორთლაძე.

გაზიარება:

რუსთავი 2

წყარო: rustavi2.ge

ორიგინალი სტატია

თემა: შეხვედრა

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 87 სტატია.

  • პროექტის „მოუსმინე შენი ქალაქის ემიგრანტს“ ფარგლებში, რუსთავის მუნიციპალიტეტის მერს ნინო ლაცაბიძეს და ათენში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტებს შორის ონლაინ შეხვედრა გაიმართაიმედი
  • ესპანეთი სეუტას საზღვარზე დამცავ ბარიერს აშენებს, EU-ს 22 ლიდერი კი საგანგებო შეხვედრას ითხოვსBM.GE
  • „ყველაზე დიდი ქომაგი“ - საქართველოს ბანკმა და UNFPA-მ მამებისა და შვილების ურთიერთობაზე საჯარო შეხვედრა გამართესტვ პირველი
  • ზელენსკი დიდ ბრიტანეთში ჩავიდა – დღის წესრიგში პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა და თავდაცვის საკითხებიაფორმულა
შეხვედრა →ქუთაისის →

მსგავსი სტატიები

დეკანოზ დავით გეგეშიძის თქმით, შოვში, სტიქიის ზონაში მამათა მონასტერი აშენდება

დეკანოზ დავით გეგეშიძის თქმით, შოვში, სტიქიის ზონაში მამათა მონასტერი აშენდება

რუსთავი 2

ესპანეთის ცნობით, სეუტაში სულ მცირე 88 ადამიანი დაიღუპა - Euronews

ესპანეთის ცნობით, სეუტაში სულ მცირე 88 ადამიანი დაიღუპა - Euronews

რუსთავი 2

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ინოვაციების მიმართულებით საერთაშორისო აღიარება მოიპოვა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ინოვაციების მიმართულებით საერთაშორისო აღიარება მოიპოვა

რუსთავი 2

ოთარ ანგურიძე: სებ-ის ეკონომიკური მონაცემების პორტალი და ინფლაციის ინტერაქტიულ-ანალიტიკური ანგარიში ზრდის საზოგადოების ინფორმირებულობას

ოთარ ანგურიძე: სებ-ის ეკონომიკური მონაცემების პორტალი და ინფლაციის ინტერაქტიულ-ანალიტიკური ანგარიში ზრდის საზოგადოების ინფორმირებულობას

რუსთავი 2