
დეკანოზ დავით გეგეშიძის თქმით, შოვში, სტიქიის ზონაში მამათა მონასტერი აშენდება
3 წელი შოვის ტრაგედიიდან - 2023 წლის 3 აგვისტოს კურორტ შოვის ტერიტორიაზე ღვარცოფს 33 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ტრაგედიის ადგილზე დღეს დაღუპულთა სულის მოსახსენიებელ პანაშვიდი გადაიხადეს, რომელსაც პრემიერ-მინისტრი დაესწრო. ირაკლი კობახიძე შოვში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებოდა.
სტიქიის ზონაში მემორიალი მოეწყო, ასევე, აშენდება მამათა მონასტერი.
"ტრაგედია, რომელიც დატრიალდა 3 წლის წინ, ეს იყო არამხოლოდ რაჭისთვის, ეს იყო სრულიად საქართველოსთვის დიდი გლოვა, დიდი მწუხარება. რა თქმა უნდა, ამას ყველა ვიზიარებთ. მოგეხსენებათ, აქ აშენდა მემორიალური დაფა, სადაც დაღუპული ადამიანების სახელები და გვარებია წარმოდგენილი. მადლობა უფალს, რომ ეპარქიის ძალისხმევითა და მთავრობის მხარდაჭერით, აქ უნდა აშენდეს მამათა მონასტერი", - განაცხადა დეკანოზი დავით გეგეშიძემ.
3 წლის წინ სტიქიური მოვლენების შედეგად კურორტი გარე სამყაროს მოწყდა. შოვში ჩარჩენილი 152 მოქალაქის უსაფრთხოდ ევაკუაცია განხორციელდა. თითქმის მთელი თვის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა სამძებრო სამუშაოები, პროცესში ჩართული იყო ყველა შესაბამისი უწყება, მძიმე ტექნიკა, დრონები, მცურავი საშუალებები და კინოლოგთა ჯგუფი. სამძებრო-სამაშველო სამუშაოებისას დაიღუპა კიდევ 2 ადამიანი. სპეციალისტების დასკვნის მიხედვით, სტიქია რამდენიმე მოვლენის თანხვედრამ გამოიწვია. ბუბისწყლის ხეობაში ადგილი ჰქონდა მყინვარის ინტენსიურ დნობას, უხვ ნალექს სათავეებში, კლდეზვავის ჩამოშლას, მეწყრულ-ეროზიულ პროცესებსა და ღვარცოფს.
რუსთავი 2
წყარო: rustavi2.ge