მთავარი
რუსთავი 2წყარო
  1. მთავარი
  2. რუსთავი 2
  3. გავრცელებული დეზინფორმაციის მიუხედავად, შვეიცარიულმა კომპანიამ რეალურად შეაფასა შოვში განვითარებული ტრაგედია და დაადასტურა, რომ ეს იყო უპრეცედენტო მასშტაბის სტიქიური პროცესი - ნინო თანდილაშვილი | Rustavi2
გავრცელებული დეზინფორმაციის მიუხედავად, შვეიცარიულმა კომპანიამ რეალურად შეაფასა შოვში განვითარებული ტრაგედია და დაადასტურა, რომ ეს იყო უპრეცედენტო მასშტაბის სტიქიური პროცესი - ნინო თანდილაშვილი | Rustavi2

რუსთავი 2|rustavi2.ge

შოვის ტრაგედია და არაერთი დეზინფორმაცია ხელისუფლების დისკრედიტაციის მიზნით. "ქართულ ოცნებაში" ოპოზიციის, მათი მხარდამჭერების და გარკვეული მედიასაშუალებების მხრიდან შოვში განვითარებულ მოვლენებზე გავრცელებულ არასწორ ინფორმაციას იხსენებენ.

3 წლის წინ, მმართველი გუნდის ოპონენტები ამტკიცებდნენ, რომ სტიქია წყლის დაგუბებამ და მდინარის ჩახერგვამ გამოიწვია, რომელსაც ხელისუფლებამ ყურადღება არ მიაქცია, თუმცა საბოლოოდ, შვეიცარიელი ექსპერტების დასკვნამ სპეკულაციებს წერტილი დაუსვა.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრების შეფასებით, ოპონენტების ტყუილი საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფის ანალიზით დადასტურდა, რომლებმაც თქვეს, რომ შოვში სტიქიური მოვლენების წინასწარ განსაზღვრა შეუძლებელი იყო და კურორტზე მასშტაბური კატასტროფა სტიქიური, გეოლოგიური და ჰიდრო-მეტეოროლოგიური მოვლენების თანხვედრამ გამოიწვია.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილის, ნინო თანდილაშვილის თქმით, სპეკულაციების და ცრუ ინფორმაციის გავრცელების მიუხედავად, საერთაშორისო ორგანიზაციის დასკვნამ დაადასტურა, რომ ეს იყო უპრეცენდენტო მასშტაბის სტიქია.

"ჩვენ უამრავი ცრუ ინფორმაცია მოვისმინეთ იმ პერიოდის განმავლობაში. იყო საუბრები, სპეკულაციები, თითქოს იქ დაგუბება იყო, სახელმწიფომ ეს ყველაფერი ვერ შეამჩნია, სპეციალისტებს გამოეპარა ეს ინფორმაცია და ბუნებრივია, უამრავი არასწორი და გადაუმოწმებელი ინფორმაცია ვრცელდებოდა, განსაკუთრებით იმ ემოციურ დღეებში, როცა თითოეული ჩვენგანი ვიყავით მართლაც ძალიან ღრმა მწუხარებაში.

სახელმწიფომ გააკეთა ყველაფერი, რომ თითოეულ შეკითხვას ჰქონოდა ამომწურავი პასუხი და აქ ჩვენ უკან არ დაგვიხევია. ჩვენ, ამ პროცესებში, ქართველ სპეციალისტებთან ერთად ჩავრთეთ უცხოელი სპეციალისტები, მე ვიტყოდი, მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავე შვეიცარიული კომპანია, რომელმაც რეალურად შეაფასა შოვში განვითარებული ტრაგედია და დაიწერა ძალიან კვალიფიციური დასკვნა ამ მოვლენის ირგვლივ, სადაც დადასტურდა, რომ ეს იყო უპრეცედენტო მასშტაბის სტიქიური პროცესი, რომელიც ძალიან მოკლე დროში განვითარდა კლდე-ზვავური პროცესი, რომელმაც რეალურად გამოიწვია დიდი მასშტაბის სტიქია.

ამ დასკვნაში, ასევე ხაზგასმით იყო აღნიშნული, რომ სამწუხაროდ, რაიმე კონსტრუქციული გადაწყვეტა ამ სტიქიის პრევენციას ვერ მოახდენდა. ასევე, თანამედროვე საყვირების სისტემა ამ სტიქიური პრევენციის ზომებისთვის ვერ იქნებოდა ადეკვატური ზომა. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ამ დასკვნაში ცალსახად წერია, საზოგადოებამ იხილა და საჯაროა ეს ყველაფერი.

ყველას ინტერესში იყო, რომ ჩვენ გვქონოდა ნამდვილი და მართალი ინფორმაცია ამ საკითხის ირგვლივ. აგრეთვე, აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ ჩვენ, შოვის ტრაგედიის შემდეგ არ გავჩერებულვართ. დღეს, ჩვენი მთავრობისთვის, ჩვენი სამინისტროსთვის არის პრიორიტეტი, რომ ჩვენ ყველანაირად შევძლოთ და მაქსიმალური პრევენცია მოვახდინოთ სტიქიური ბუნებრივი მოვლენების", - განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.

გაზიარება:

რუსთავი 2

წყარო: rustavi2.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ფერმერული მეურნეობებისა და სოფლად არსებული საწარმოების რეესტრში 833 სუბიექტია რეგისტრირებული

ფერმერული მეურნეობებისა და სოფლად არსებული საწარმოების რეესტრში 833 სუბიექტია რეგისტრირებული

რუსთავი 2

ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის მონაწილეებისთვის საპრეტენზიო განაცხადების მიღება 4 აგვისტოს 10:00 საათიდან დაიწყება

ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის მონაწილეებისთვის საპრეტენზიო განაცხადების მიღება 4 აგვისტოს 10:00 საათიდან დაიწყება

რუსთავი 2

ეს არის დაგეგმილი, ხშირ შემთხვევაში დაფინანსებული პოლიტიკა, მიმართული საზოგადოების რღვევისკენ, რასაც სჭირდება შესაბამისი კონტრ-პოლიტიკის გატარება - ირაკლი ქადაგიშვილი ახალი საინიციატივო ჯგუფის წინადადებაზე

მესტიის მოკლემეტრაჟიანი და მთის ფილმების საერთაშორისო ფესტივალი დასრულდა

მესტიის მოკლემეტრაჟიანი და მთის ფილმების საერთაშორისო ფესტივალი დასრულდა

რუსთავი 2