მთავარი
რუსთავი 2წყარო
  1. მთავარი
  2. რუსთავი 2

რუსთავი 2|rustavi2.ge

საქართველოს პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობის და ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მცენარის უკანონოდ დათესვის და მოყვანის ფაქტებზე 11 პირს, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, ბრალდება წარუდგინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა უკანონოდ შეიძინეს და ინახავდნენ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალებებს - "მარიხუანას", "მეთადონს", მცენარე "კანაფს", "მეფედრონს", "ლიზერგიდს", "კოკაინს" და "ჰაშიშს". ბრალდებულების ნაწილმა დიდი და განსაკუთრებით ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები "მეთადონი" და "მარიხუანა" რეალიზაციის მიზნით დააფასოვა და სხვადასხვა ლოკაციაზე განათავსა. ასევე, ორმა ბრალდებულმა უკანონოდ დათესა და მოიყვანა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მცენარე კანაფი.

დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეორე ნაწილის "ა" და "ბ" და მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით (დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ), 260 კვარტა მუხლის მე-3 ნაწილის "ა", მე-5 ნაწილის "ა", "ბ" და მე-6 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით (დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ), 265 პრიმა მუხლის მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მცენარის უკანონოდ დათესვა და მოყვანა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

გაზიარება:

რუსთავი 2

წყარო: rustavi2.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

გიორგი უდესიანმა პირადადაც იძალადა ბესარიონ ხარძიანის ძმაზე, რა დროსაც დაემუქრა საპატიმრო დაწესებულებაში მოთავსებული ძმის გაუპატიურებითა და მკვლელობით - პროკურორი ლაშა ცქვიტარია

გიორგი უდესიანმა პირადადაც იძალადა ბესარიონ ხარძიანის ძმაზე, რა დროსაც დაემუქრა საპატიმრო დაწესებულებაში მოთავსებული ძმის გაუპატიურებითა და მკვლელობით - პროკურორი ლაშა ცქვიტარია

რუსთავი 2

გია აბაშიძე: მკვლელების, სადისტების, მძარცველების ნაცრეჟიმი ვერასდროს მობრუნდება - ბესარიონ ხარძიანის წამებისა და ქონების გამოძალვის ფაქტებზე, სასამართლომ გიორგი უდესიანი და ალექსანდრე მუხაძე დამნაშავედ ცნო

პრემიერ-მინისტრმა შოვის ტრაგედიის მსხვერპლთა ხსოვნას პატივი მიაგო

პრემიერ-მინისტრმა შოვის ტრაგედიის მსხვერპლთა ხსოვნას პატივი მიაგო

რუსთავი 2

ნინო წილოსანი: "სტუდია მონიტორი" სიცრუის და პოლიტიკური მანიპულაციის გამავრცელებელია. ვინც ფაქტების ნაცვლად სიცრუეს ირჩევს, იძლევა საფუძველს, მის სანდოობაზე კითხვები დაისვას, რასაც პასუხი ფეისბუქმა გასცა - "სტუდია მონიტორის" გვერდი სოცქსელიდან წაიშალა